"ფრანს ფუტბოლმა" "ოქროს ბურთის" 30 ნომინანტს შორის კვარაცხელია დაასახელა

AutoSharing Option
"ფრანს ფუტბოლმა" "ოქროს ბურთი 2023-ის" 30 ნომინანტი დაასახელა, რომელთა შორის საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა.

გამარჯვებული 30 ოქტომბერს პარიზში, დაჯილდოებაზე გაირკვევა. ნომინანტებს შორის ვერ მოხვდა რონალდო.

ხვიჩა კვარაცხელია გასულ სეზონში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

"ოქროს ბურთის" ნომინანტები

ანდრე ონანა (მანჩესტერ იუნაიტედი), ქარიმ ბენზემა (ალ იტიჰადი), იოშკო გვარდიოლი (მანჩესტერ სიტი), ჯამალ მუსიალა (ბაიერნი), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი), იასინ ბონო (ალ ჰილალი), მარტინ ედეგორი (არსენალი), ხულიან ალვარესი (მანჩესტერ სიტი), ილკაი გიუნდოგანი (ბარსელონა),
ვინისიუსი (რეალი), რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი), ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი), ნიკოლო ბარელა (ინტერი), ჯუდ ბელინგემი (რეალი), ბუკაიო საკა (არსენალი), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), ბერნარდუ სილვა (მანჩესტერ სიტი), რანდალ კოლო მუანი (პსჟ), ლიონელ მესი (ინტერ მაიამი), როდრი (მანჩესტერ სიტი), ლაუტარო მარტინესი (ინტერი), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა), კილიან მბაპე (პსჟ), ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი), კიმ მინ ჯე (ბაიერნი), ლუკა მოდრიჩი (რეალი), ჰარი კეინი (ბაიერნი).

მკითხველის კომენტარები / 27 /
საქართველოს დამოუკიდებელ ისტორიაში პირველად მოხდა ესეთი რაღაცა რო ქართველი მსოფლიოს 30 საუკეთესო ფეხბურთელ შორის არის ამით უნდა გაიხაროთ ყველამ მართლაც დიდი რამეა წარმატებები კვარას
ჯჯ
07 სექტემბერი 2023 14:12
2
ლეაო საერთოდ არ არის სიაში. ერთი აპრილის თვეში გაოფაფხურა თორე მთელი წელი არაფერი უკეთებია, მაშინ როცა ხვიჩას უმაგრესი სეზონი ჰქონდა.
ეჭვი მაქვს ხვიჩას ქართველი ჰეითერები გააპროტესტებენ და ლეაოს მოითხოვენ აქ, როგორც სერია ა ს საუკეთესოობა არ მოეწონათ და ოსიმენს ამჯობინებდნენ. სანამ არ ამოასხა სერია ა ს საიტს ნიგერიელების და ქართველების კომენტარები და არ დადო სტატისტიკა, რის გამო გახადეს კვარა ემვიპი.
სირცხვილით ვიწვები უცხოურ გვერდებზე ქართულ კომენტარებს რომ ვნახულობ
Spain
07 სექტემბერი 2023 12:21
4
ვინ ათამაშებს, ან ვინ აცლის ბოლომდე თამაშს, ვინ არტყმევინებს სტანდარტულებს (არც სპალეტი და არც უსახური გარსია) თორემ მაშინ გენახათ ჩვენი ბრილიანტი - ხვიჩა რომელ ადგილზე იქნებოდა …ხვიჩა ყველაზე ძლიერია და სტადიონზე ფეხბურთის შოუს ატარებს …
ჯონდო
07 სექტემბერი 2023 11:28
4
მესი მოიგებს წელს რათქმაუნდა.
მაგრამ არასდროს რომ არ ღირსებია ამ ქვეყანას ისეთი რაიმე ეღირსა და მილიონობით ადამიანმა უბრალოდ საქართველოს არსებობა გაიგო ამ ფაქტით.
ფინალურ სიაში კი არა ასეულშიც კი ყოფილა რომელიმე ქართველი ფეხბურთელი დამოუკიდებლობის ისტორიაში?
ერთს ვაკვირდები, მარტო ხვიჩაზე პოსტებს აქვს ბევრი კომენტარი. არც მიქაუტაძე აინტერესებს ხალხს, არც ახალგაზრდული ნაკრები და არც სხვა სპორტი.
ვითომ ყველაფერი გაიყინა და მარტო ხვიჩა უნდა გაგლიჯოს ბრბომ. ხან აქედან გადაუვლიან ხან იქედან.
ის ქება-დიდება და იიი უფლის გამოგზავნილი და რაღაც სისულელეებს რომ უწერდნენ ხო აღმოჩნდა რა ფარისევლობაც იყო.
აქ ყველა თავის თავს ამჟღავნებს. რა მნიშვნელობა აქვს სახელს და გვარს დაიწერს თუ არა. უბრალოდ ხომ გექმნება წარმოდგენა, რომ ასეთები შენს გვერდით არსებობენ.
ძალიან ბევრი მიზეზია ამ ქვეყანაში გაბოროტების მაგრამ რაც ხდება ნამეტანია.
ნიგერიაც კი გვჯობნის, არ დაგავიწყდეთ ერთ ცუდს არ ათქმევიებენ ოსიმენსე არავის და აქ კიდე რახდება?
ერთმანეთს ასწრებენ კვარას დამცირებაში.
ფუ
!!
07 სექტემბერი 2023 10:50
3
'მკლავი მომჭრეს კარგი რატომ აგიგია' ეგ ისტორიულად ცნობილია ჩვენში. მაგრამ მარტო ეგ არ არის, კიდევ მტრები გვყავს შიგნითვე.
გიორგი
07 სექტემბერი 2023 14:19
3
საქართველოს და ესპანეთს - ორივეს თითო-თითო ნომინანტი ყავს ოქროს ბურთზე. :დ მოკლედ, ესპანეთს უნდა მოვუგოთ!
ქუთაისელი
07 სექტემბერი 2023 10:30
2
U21-ზე ნათამაშების შედეგი გაითვალუსწინება ოქროს ბურთის ქულებზე თუ იცის ვინმემ?
დინამოელი
07 სექტემბერი 2023 09:29
21
ვითომ უკბინა )))
აი შენ ის მითხარი ვინმეს თუ ხედავ მაგ სიაში 21 წლამდე ჩემპზე რო გამოსულიყო წელს ?
nk
07 სექტემბერი 2023 15:01
4
ისევ საფრანგეთი აკეთებს ქართველთა საქმეს,პოლიტიკა არის ეს თუ სპორტი....მთლიანად ქართველთა ქვეყანას ეხება ეს თუ ცალკეულ ქართველს,რათქმა უნდა თავისთვისაც გამოსადეგად ,მაგრამ ხომ გვიდგანან მხარში?რეალურ ანალიზზე ყრდნობით,არ მიედმოდებით, შავისგან თეთრის გამიჯვნით,სადაც უკეთესია იმ დროს.ამგვარად გMოჯვნა კი, ქმედება კი გრძელვადიან დროში ყოველთვის უკეთესია.პირველი დამოუკიდებელი საქართველოდან მოყოლებული დღემდე მხარში გვიდგანან,მაგრამ ჩვენზე მეტს ხომ არ გააკეთებენ?,ჩვენთვის..,დაუნახავი ვერ ხედავს როგორ წაგვწიეს რაგბიში ბოლო ათწლეულებში.ფრანგი მწვრთნელის დამსახურებაა,გზის გაკაფვა ,ნიჭიერი ქართველი ბიჭებისა ტოპ ფრანგულ,ევროპის და მსოფლიოს გუნდებში,მასიურად გადასვლა და ამით, ქართული რაგბის წინსვლა,სხვა სახეობებში ,ნაკლებად, სხვებიც გვეხმარებიან,ჭიდაობები,კალათბურთი,წყალბურთი....კუს ნაბიჯებით წინ მივიწევთ,იმიტომ რომ უვარგისები გვმართავდენ და გვმართავენ,სხვათა და "ოქროს ხარის" მონები,და თუ არ გავიღვიძეთ ,ვიჩანჩალებთ ყოველთვის ბოლოები,ყველასგან თუ სულაც არ გაგვაქრობენ,არაკეთილისმსურველნი.ნიჭიერები არიან სიმრავლეში ქართველები,მაგრამ მეტი ურთიერთ თანადგომა გვჭირდება სასიცოცხლოდ,მეტი სიყვარულითარარა სიტყვით,საქმით-სამშობლოს წინსვლისთვის,პროფესიონალურად სწავლა გარჯით ურთიერთ "გატანით".ეხლა რაც ხვიჩას ეხება, მის გარშემო კამათშია ამ საიტზე,მისივე თამაშზეა დამოკიდებული, წინ სვალა თავის პროფესიაში,უახლოეს თამაშებში თამაშზე ეროვნულ ნაკრებში."ფრანს ფუტბოლმა კი"დასვა წერტილი, რისი ღირსიცაა დღეს ქართველი ბიჭი ,"ოქროს ბურთის"30 კანდიდატის სიაში მისი შეყვანით,კრიშტიანუ რონალდო არ არის ამ სიაში.... .აჰა პასუხი, ნათელი მომავლისა ჩვენის? ,უვარგისნო მაღლიდან ქვემომდე!სიბნელეში მისვლის გზაზე შემდგართ,მყოფთაგან ერთ ერთი.
ზ.მ.
07 სექტემბერი 2023 08:34
6
ხვიჩას და ჩვენს ბიჭებს შემოევლოს ჩემი თავი. . . მაგრამ გაფცებ, რას წერ, ხომ მშვიდობა გაქვს? :))
კოლა
07 სექტემბერი 2023 15:16
2
სი ქგგალე მა! შემოგევლე ბიჭო ხვიჩუ, არ შეწყვიტო მიზნისკენ სწრაფვა და ჩვენ, შენთან ერთად გავიმარჯვებთ!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
07 სექტემბერი 2023 00:42
13
ის 10 ანლაიქი, მეგრულად დაწერის გამო უეჭეველად. სხვა მიზეზი აქ არ არის. კარგად დაწერა ერთ-ერთი კომენტარის ავტორმა ზევით, ერთმანეთის წევა გლეჯვაში და ფეხის დადებაში ბადალი არ გვყავს,მაგრამ მადლობა უფალს,რომ საღად მოაზროვნეები მეტნი ვართ! პ.ს . ბიჭო შურით არ გაიხეთ შუაზე, ხვიჩა კვარაცხელია არის, ქართული ფეხბურთის ისტორიის შემქმნელი და ის ძალიან დიდი ხნის მანძილზე იქნება ამ პედისტალზე და გაახარებს მთელს ქვეყანას,ხვიჩუ სამეგრელოდან!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
07 სექტემბერი 2023 17:35
3
რა გასაკვირია და ყველაზე ბოლოში თან დიდი ჩამორჩენით, სულითვაჭარ ლავრენტის ხელში.
Alegro
07 სექტემბერი 2023 00:39
20
დიდი ჩამორჩენა თავად გაქვს, თან ძალიან დიდი ჩამორჩენა.
გაიხსენე ვინ გყავს ამ ჩამოქცეულ ქვეყანაში, ვინც ოქროს ბურთს საერთოდ გაეკარა.
მაგრამ რას გაიხსენებთ. ერთი სული გქონდათ თქვენნაირ ლუზერებს რუსეთში ჩარჩენილიყო და ვერაფრისთვის მიეღწია. ეგ კი არა ტრავმას რომ მიიღებდა რუბინში, იმაზე ოცნებობდით მძიმე ყოფილიყო და დიდხანს ვერ შესულიყო ფორმაში. მე მაინც ნუ მასწავლით რეებიც მაქვს წაკითხული აქ. სახელებით რომ გიცნობდეთ სქრინებს აგაფარებდით ყველას.
ლუზერს
07 სექტემბერი 2023 10:54
4
დარჩია ბიჭი ამბობს საერთოდ არ ვემხრობი ხელფასის გარშემო ბჭობასო და ამავე დროს თვითონ კითხულობს ხელფასის ოდენობით რომელ ადგილზეა ამ სიაშიო.
ქუთაისი
07 სექტემბერი 2023 00:18
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული