"ფრანს ფუტბოლმა" "ოქროს ბურთის" 30 ნომინანტს შორის კვარაცხელია დაასახელა

AutoSharing Option
"ფრანს ფუტბოლმა" "ოქროს ბურთი 2023-ის" 30 ნომინანტი დაასახელა, რომელთა შორის საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა.

გამარჯვებული 30 ოქტომბერს პარიზში, დაჯილდოებაზე გაირკვევა. ნომინანტებს შორის ვერ მოხვდა რონალდო.

ხვიჩა კვარაცხელია გასულ სეზონში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

"ოქროს ბურთის" ნომინანტები

ანდრე ონანა (მანჩესტერ იუნაიტედი), ქარიმ ბენზემა (ალ იტიჰადი), იოშკო გვარდიოლი (მანჩესტერ სიტი), ჯამალ მუსიალა (ბაიერნი), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი), იასინ ბონო (ალ ჰილალი), მარტინ ედეგორი (არსენალი), ხულიან ალვარესი (მანჩესტერ სიტი), ილკაი გიუნდოგანი (ბარსელონა),
ვინისიუსი (რეალი), რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი), ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი), ნიკოლო ბარელა (ინტერი), ჯუდ ბელინგემი (რეალი), ბუკაიო საკა (არსენალი), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), ბერნარდუ სილვა (მანჩესტერ სიტი), რანდალ კოლო მუანი (პსჟ), ლიონელ მესი (ინტერ მაიამი), როდრი (მანჩესტერ სიტი), ლაუტარო მარტინესი (ინტერი), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა), კილიან მბაპე (პსჟ), ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი), კიმ მინ ჯე (ბაიერნი), ლუკა მოდრიჩი (რეალი), ჰარი კეინი (ბაიერნი).

მკითხველის კომენტარები / 27 /
ერთ წელში დაასახელებენ 100 ნომინანტა შორის და მაგაზე იქნება სტატია
გიო
20 აპრილი 2024 12:35
0
30 ნომინანტს შორის ხვიჩას ხელფასის სიდიდე ლოგარითმული სიდიდეა!
ვაჟა მასწ.
08 სექტემბერი 2023 00:52
1
მადლობა ხვიჩა!!!ქვეყნის საფეხბურთო და არა მარტო საფეხბურთო რუკაზე მონიშვნისთვის!!!!ბოღმიანი და შურიანი ადამიანები ამას მაინც ვერ დაინახავენ და არ დააფასებენ!!!!
საქართველო უპირველესად
07 სექტემბერი 2023 19:49
3
მეგობრებო! თქვენი აზრით ვინ მოიგებს, ოქრ. ბურთს?
ზურა
07 სექტემბერი 2023 17:33
0
ძაან მინდა ლეომ მოიგოს და ალბათ ასეც იქნება, მომდევნო წელს კი ხვიჩასი იყოს!
ვახო.
07 სექტემბერი 2023 18:48
2
ქართველი ფეხბურთელის ოქროს ბურთის ნომინაციაში მოხვედრას ანლაიქი რატომ უნდა დაუწერო თუ ნაციონალი და გაბოროტებული არ ხარ?!!!
Adam Lalana
07 სექტემბერი 2023 16:49
6
ერთი ვიცი დანამდვილებით, როლანდოს პერსონალურ ფანებს არ უნდათ, რო მესიმ აიღოს მე8-ე.
ასეა ეს.
07 სექტემბერი 2023 15:45
0
ვააა მალადეც ხვიჩა ოჩენ რად.ტაკ დერჟატ ძმაო.ისე ზახარიანს და მოვსესიანსაც კარგი სეზონი ქონდათ პაჩემუ ნეტ იხ ვსპისკე ჰააა?
robert22
07 სექტემბერი 2023 15:22
4
ვისაც გეწყინათ, .....................!!! :) წარმატებები ხვიჩა!
რატი
07 სექტემბერი 2023 15:20
3
ძაან გვიხარია ჩვენი ბიჭის, ამ ნომინაციაში მოხვედრა, განსაკუთრებით როცა ამდენი ვარსკვლავთცვენაა! წარმატება ხვიჩას! წელს 100%-იანი ლეო მესისაა ოქროს ბურთი და დამსახურებულადაც!
ზურა
07 სექტემბერი 2023 15:17
2
ამასაც მოვესწარით. მადლობთ, ხვიჩა!
გიორგი
07 სექტემბერი 2023 14:20
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული