ინგლისელმა ჟურნალისტმა მაიკ კიგანმა "დეილი მეილს" განუცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას "მანჩესტერ იუნაიტედი" ძალიან აფასებს:
"არის თუ არა სახელები, რომლებიც მართლაც თვალში საცემია? იმის გათვალისწინებით, რომ მარჯვენა ფლანგზე მწირი ვარიანტებია, იანვარში ეს პოზიცია აუცილებლად გასაძლიერებელია.
არ გამიკვირდება, თუ მომავალ სეზონში "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია პრემიერლიგაში აღმოჩნდება, თუმცა ის სხვა ფლანგზე თამაშობს. მე ვიცი, მას აფასებენ, მათ შორის - "იუნაიტედი", მაგრამ ვერ წარმომიდგენია, რომ ეს იაფი დაუჯდეთ და ტრანსფერი სეზონის მიმდინარეობისას ნაკლებად სავარაუდოა.
იანვარში იჯარის განხორციელება შეიძლება მისი აქ გადმოყვანის საშუალება გახდეს".
იანვარში იჯარის განხორციელება შეიძლება მისი აქ გადმოყვანის საშუალება გახდეს".