"უკეთესი დღეები მოვა, ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ამ ყველაფრის გამოსწორება" - გიორგი მამარდაშვილი

AutoSharing Option
გიორგი მამარდაშვილი საქართველოს ნაკრების სექტემბრის მატჩებს გამოეხმაურა:

"რთულია რამის თქმა ამ მძიმე დღეების შემდეგ, მაგრამ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ამ ყველაფრის გამოსწორება. უკეთესი დღეები მოვა" - წერს გიორგი საკუთარ "ინსტაგრამგვერდზე". 

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან თბილისში 1:7, ხოლო ოსლოში ნორვეგიასთან 1:2 წააგო.
მკითხველის კომენტარები / 21 /
მეკარე რიმ ასეთ კომენტარს დაგიდებს საშინელი მარცხის შემდეგ ეტყობა რომ დიდი ნებისყოფისაა, ბრავო!!!!
suxumchanin
14 სექტემბერი 2023 13:59
0
და გვითხარით შანსი სადამე მოგცეთ? ეგრე შეიძლება 50 წლის მერეც იგივე გვითხრათ რა შანსი ადამიანი 2-0ს რო აგებს და ისეთ ტაქტიკას ირჩევს 3-0 ან მეტი არ წააგოს რა უნდა ნაკრებში და რანაირად უნდა გვქონდეს იმედი?
ნოდო
14 სექტემბერი 2023 14:00
1
ყველა გუნდურ სახეობაში გვაქვს წარმატება!კალათბურთში,წყალბურთში,რაგბიში,ხელბურთში,ფრენბურთში,ფუტძალში,გარდა ფეხბურთისა,აქ არაფერი გვეშველა უკვე წლებია,ვერც ახალმა ვარსკვლავურმა თაობამ უშველა ქართულ ფეხბურთს!!!!!
SOS
14 სექტემბერი 2023 13:54
0
ქართველი ერის სიამაყე ხართ, დღევანდელი ნაკრების, ყველა ფეხბურთელი. მეტი იშრომეთ და არ შედრკეთ. ქართველი ხალხი თქვენს გვერდითაა.
ფეხბურთის ძველი გულშემატკივარი.
14 სექტემბერი 2023 13:19
6
პირველ რიგში თქვენც ადამიანები და ამ ქვეყნის მოქალაქეები ხართ და შემდეგ ხართ ფეხბურთელები, ამიტომ არ გარგებთ ჩუმად ყოფნა როცა ხედავთ ქართული ფეხბურთი იძირება, გასაგებია რომ პირადად თავი ქუდში გაქვთ ფინანსურად და რთულია რისკის წინაშე დაყენება მაგრამ რაღაც გამოსავალი ან პლატფორმა ამაზე სასაუბროდ უნდა არსებობდეს და თქვათ თქვენი აზრი, ნორმალურ ქვეყანაში შეილება არ დაგჭირვებოდათ მაგრამ ჩვენთან საჭიროა თქვათ სიტყვა ფეხბურთელებმაც როცა ხედავთ რომ ქართული ფეხბურთის გემს უმოწყალოდ ძირავენ.
რუსთავი
14 სექტემბერი 2023 16:06
5
Ჩვენ იმაზე გვტკივა გული გიო რომ სისტემაა შექმნილი ისეთი ქვეყანაში თაობებს ანადგურებს. შენ პირადად და ნაკრებს წარმატებები.ამ ბინძურ სისტემაში მედროვე ხალხი ფულს აკეთებს და თაობები იკარგება
თემო
14 სექტემბერი 2023 15:51
4
ეს კაცი დღეს ყველაზე ნაღდია ნაკრებში და ჩემი აზრით მიუხედავად იმისა რო პატარაა კაშია რო წავა ეგ უნდა იყოს დიდი ხანი ჩვენი კაპიტანი!
სიმართლე
14 სექტემბერი 2023 13:31
4
გიორგი,ყველაფერი გამოსწორდება,თუ ყველანი გულდასმით იმუშავებთ,გამოსწორებისათვის.პირადად შენ,გევალება გამოსვლებზე და ფეხით თამაშის მკვეთრი გამოსწორება.ნორვეგიასთან არც ერთი შენი გრძელი პასი,ჩვენ ფეხბურთელს არ მიუღია.ვიცი ძნელია,მაგრამ შენ შეგიძლია და თუ ვერ შესძლებ,ესე იგი,რაღაცა დააკელი.მაშინ,სხვას რაღა მოვთხოვოთ?შენ ხომ უკვე გუნდის ლიდერებში ითვლები!უკვე ცხადად ჩანს,რომ აუცილებლად გასაკეთებელი გაქვს.
სოსო
14 სექტემბერი 2023 23:52
2
ყველაზე ძალიან რაც მეჯავრება ადამიანში, როცა სხვას დასცინის და ამით სიამოვნებას იღებს. რაში დამჭირდა ეს მცირე შესავალი? კი ბატონო წააგეს ჩვენმა ბიჭებმა, ფეხბურთია ვის არ წაუგია?ძალიანაც დაგვწყვიტეს გული და ძალიანაც ვინერვიულეთ, მაგრამ ამით დაინგრა ქვეყანა? ნამდვილად არ ვთლი ამას, ისეთი დონის ტრაგედიად, რაც ეხლა მსფლიოში და კერძოდ საქართველოში უბედურებები მოხდა ( შოვი, გურია) ამათთან ფეხბურთი და ნებისმიერი სპორტის სახეობა რა მოსატანია? (მასშტაბებს ვგულისხმობ) ამიტომ გულშემატკივრებს მივმართავ! დავუდგეთ ბიჭებს მხარში ყველანაირად! სიბრაზეს და ზურგის შექცევას, არასოდეს მოუტანია სასურველი შედეგი.
გულშემატკივარი.
14 სექტემბერი 2023 15:01
2
გენაცვალე ჯიგარში! ძლივს ერთი ნორმალური კომენტარი არ წავიკითხე? ყველა სიტყვაში გეთანხმები. გაიხარე!
გულშემატკივარს. ლაშა.
14 სექტემბერი 2023 18:36
2
კახი კავსაძემ: გვეშველება რამეო?
ვეჟო, სანამ ფიზიკურ მომზადებას არ გაიუმჯობესებთ, კორპუსით ორთაბრძოლებს წააგებთ. სატრენაჟორო დარბაზში შესვლა თქვენ გეზარებათ, ძალიდან კი სისწრაფე გამომდინარეობს, რაც თქვენ არ გაქვთ და კიდევ პრეტენზიები არსებობს თუ რატომ ვერ ვთამაშობთ!...
ნებისმიერი ცნობილი ტოპ ვარსკვლავი სატრენაჟორო დარბაზშიცაა ასევე და თუ არ შეხვალ და არ შეიტან ლექსიკონში შტანგას, იქნები ანანიძე 2 და ნუ გაგიკვირდება!
კვარას ასისტი ხომ გახსევთ სიმეონეზე ლივერპულთან, კი ხომ?! ჰო და მაშინ ფორმაში იყო, ეხლა კი აგებს ორთაბრძოლებს და ჭიჭყინებს მსაჯებთან წამაქციაო მაშინ, როცა ორთაბრძოლას აგებს. ადრე კი იგებდა...
ჰო და დილეტანტობას თავი დაანებეთ. მატაობა-დრიბლინგს დიდი სისწრაფე უნდა და მხოლოდ ბურთის გორება არ გიშველით და ნუ გვაყურებინებთ თამაშს სახელად: საცოდაობა!
ლაშა
14 სექტემბერი 2023 14:55
1

სიახლეები პოპულარული