გენუელებმა "ლაციოსთან" მოგება (1:0) მოახერხეს, დანარჩენი ორი მატჩი კი წააგეს. კახა კალაძის ყოფილ კლუბს გიგანტური ნაბიჯის გადადგმა, სერია "ა"-ს მოქმედი ჩემპიონების დამარცხება და "ლუიჯი ფერარისზე" პირველი საშინაო გამარჯვება სურს.
გარსიამ საწყის ტურებში თითქოს სიახლეები შემოგვთავაზა, გასული სეზონის
"ჯენოას" მთავარი იმედი მატეო რეგეტია, რომელიც არგენტინაში "მოიძიეს" და იტალიის ნაკრებშია. გამარჯვების გოლი "ლაციოს" სწორედ მან გაუტანა. "ნაპოლის" შესაძლოა, პოლიტანო დააკლდეს. ლუჩანო სპალეტის ნაკრების ჩრდ. მაკედონიასთან შეხვედრის პირველი ტაიმის შემდეგ, მატეო ტრავმის გამო შეცვალეს და უკრაინასთან აღარ გამოჩენილა. ეს რასპადორის მარჯვენაფლანგელობას ნიშნავს თუ ლინდსტრომის სასტარტოში ყოფნას, ამას ერთად ვნახავთ.
შეხვედრის მთავარი არბიტრი ფაბრი იქნება, რომელმაც ბოლოს ნეაპოლელებს "იუვენტუსთან" სტუმრად (1:0) მოგებულ მატჩში უმსაჯა. კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები ამ დაპირისპირების შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე პორტუგალიურ "ბრაგას" ესტუმრებიან, რასაც "ბოლონიასთან" ასევე გასვლითი მატჩი მოჰყვება.
სხვა ქართველები სერია "ა"-ში:
კვირა. 17 სექტემბერი. 17:00 სთ - "ფროზინონე" (კვერნაძე) - "სასუოლო";
ორშაბათი. 18 სექტემბერი. 20:30 სთ - "სალერნიტანა" - "ტორინო" (საზონოვი)
ესპანეთი. "ლა ლიგა". შაბათი. 16 სექტემბერი. 18:15 სთ :
"ვალენსია" (მამარდაშვილი) - "ატლეტიკო"
ინგლისი. ჩემპიონშიპი. შაბათი. 16 სექტემბერი. 18:00 სთ:
"უოტფორდი" (ჩაკვეტაძე) - "ბირმინგემი"
ნიდერლანდები. ერედივიზიონი. კვირა. 17 სექტემბერი. 16:30 სთ:
"ტვენტე" - "აიაქსი" (მიქაუტაძე).
უდიდესი აღიარება - ფიფამ კვარაცხელია The Best Men’s Player-ის პრიზის 12 პრეტენდენტს შორის დაასახელა