"ნაპოლის" "ჯენოასთან" ქულა შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა მოუპოვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მეოთხე ტურში „ჯენოასა“ და „ნაპოლის“ მატჩი 2:2 დასრულდა.

„ნაპოლი“ პირველ ტაიმში ტაიმში მნიშვნელოვან უპირატესობას ვერ ფლობდა, მომენტებს ვერ ქმნიდა, რამდენიმეჯერ გაამწვავა თამაში კვარაცხელიამ, ორჯერ მოწინააღმდეგეებს ყვითელი ბარათი მიაღებინა, შემდეგ კი ტრავმას გადაურჩა, ხოლო მე-40 წუთზე მასპინძლები კონტრიერიშისას ბანიმ დააწინაურა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, ნეაპოლელთა დაცვა ისევ ჩავარდა და რეტეგიმ მერეტის კარი დალაშქრა. "ნაპოლი" ბევრს უტევდა, შეცვლაზე შესულმა რასპადორიმ ასევე შეცვლაზე შესული კაიუსტეს პასით გაიტანა, მერე კი პოლიტანომ ანგარიში გაათანაბრა, რომელიც აგრეთვე შეცვლაზე შევიდა. ხვიჩა რუდი გარსიამ 89-ე წუთზე გაიყვანა მოედნიდან და
შეხვედრა ფრედ დასრულდა.

„ნაპოლი“ 7 ქულით ამ მომენტისთვის მეხუთე ადგილზეა, 20 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში სტუმრად „ბრაგას“ დაუპირისპირდება, ხოლო 24 სექტემბერს იტალიის პირველობაზე გასვლაზე „ბოლონიას“.

გენუა. „ლუიჯი ფერარისი“
ჯენოა - ნაპოლი 2:2
გოლები: 1:0 ბანი (40), რეტეგი (56), 2:1 რასპადორი (76), 2:2 პოლიტანო (84)

მკითხველის კომენტარები / 57 /
მართლაც მაგარად ითამაშა კვარამ და დამსახურებულადაც მიიღო მაღალი შეფასებები სხვა და სხვა გამოცემებისგან,თუმცა მეტიც შეიძლებოდააა, პატარა საქმე ხომ არ არის-ორი მცველი გააყვითლა,მერე ერთ-ერთმა საგოლეც კი გააკეთა,მაგრამ...... პასებიც არიგა-უკან, ერთი ჯარიმაც დაარტყა არნახულად.....ბურთსაც ითხოვდააა-მცველებს ამოფარებული და ემოციურიც იყოოო ....მეტი რა უნდა ექნა?? კი აქვს პაწა მინუსები-არა ეფექტური და არა ეფექტიანია იყო მისი "მაგარი" თამაში, რადგანაც შემტევია და გოლი არ გაუტანია, არც საგოლე ქმედებებში მიუღია მონაწილეობა , ვერც დაცვას ეხმარება და საერთოდ უკვე რამდენი ხანია მისი მოედანზე ყოფნის სარგებელი შედეგობრივად,როგრც ნაკრებში ისე კლუბში თითქმის ნულიაა. იძახეთ ეხლა სერიას საუკვეთესო,ჩლ-ის საუკვეთესო, ოქროს ბურთის ნომინანტი და ათასი სადღეგრძელოები ქება- დიდებით.....მაგრამ ყველაფერი ეს იყო გასულ წელს, სეზონის სტარტზე და ჩაიქროლააა.......კიდევ..რატომ გიკვირთ და ლანძღავთ მათ ვინც ნიშნის მოგებით წერს კვარას დღემანდელ მდგომარეობაზე?, რაც მაგან და მისმა გარემოცვამ გააკეთა ამ ზაფხულს, ახალგაზრდულ ევროზე არ მონაწილეობით და მერე ამ ქმედების გამართლებით-ნაპოლის თამაშებისათვის კარგად მომზადების საბამით, საინტერესოა სხვას რას ელოდნენ....ღირსია რომ ნაპოლის მაფიოზი პატრონი როგორც ექცევა და სეზონის სტარტიც რომ ჩაუვარდა მასაც და ნაპოლი-საც......არა უშავს ჯერ კიდევ 22 წლისაა და ყველაფერი წინ აქვს და ...იმედია დღეს თვითონაც დარდობს რომ რამდენიმე დღიან დასვენებას და ინტაგრამზე პოზირებას ანაცვლა საქართველოსთვის სავარაუდოთ ისტორიული ოლიმპიადის საგზური ფეხბურთში...
??????
11:55 18-09-2023
2
Predlajenie unda
Lasha
19:41 17-09-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული