კვარაცხელიას მაღალი შეფასება და გარსიასადმი პროტესტის ჟესტი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მეოთხე ტურში, სტუმრად "ჯენოასთან" ფრედ დასრულებულ მატჩში (2:2) "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია 89-ე წუთზე ალესიო ძერბინით შეცვალეს, რის გამო უკმაყოფილო დარჩა.

Tuttonapoli და spazionapoli აღნიშნავენ, რომ კვარაცხელია გაოცებული იყო და მწვრთნელს რუდი გარსიას ჟესტით (stizza) ამის შესახებ მიანიშნა.

რუდი გარსიამ შეხვედრას დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ შანსი იმათთვის უნდა მიეცა, ვინც კარგად ვარჯიშობს, თუნდაც ეს ისეთ დიდ ფეხბურთელებს ეხებოდეს, როგორიც კვარაცხელიაა.

სხვათა შორის, ანალიტიკურმა საიტებმა "კვარას" მაღალი შეფასებები დაუწერეს: whoscored-მა 7.2, ხოლო Sofascore-მა და Flashscore-მა 7.4. ქართველზე მაღალი შეფასება
მხოლოდ პიოტრ ზილენსკიმ დაიმსახურა - 7.5.

მკითხველის კომენტარები / 64 /
გარსიას ნათქვამიდან გამოდის კვარაცხელია კარგად არ ვარჯიშობს.ეს ხომ აშკარაა.ნახევარი წელია კარში წესიერად ვეღარ არტყავს.
8
ეხლა გამოჩნდა რომ ითხოვს პასებს თან აქტიურად მაგრამ ვინ აქცევს ყურადღებას? ოსიმენმაც დაიკიდა პასი არ მისცა.. კვარამაც ანალოგიური უნდა ქნას უკან პასები კიარა ყველა მიღებაზე გაამწვავოს თამაში და კარებში დაარტყას როგორც ამას სხვები აკეთებენ მანდ გუნდური თამაში არ იციან ყველა თავის თავზე ფიქრობს......
რონი
23:06 17-09-2023
2

სიახლეები პოპულარული