სტუმრები თავიდან 2:0 დაწინაურდნენ, მაგრამ მასპინძლებმა თამაშის შემოტრიალება და გამარჯვების მოპოვება შეძლეს. აღსანიშნავია „ფროზინონეს“ მეკარის სტეფანო ტურატის შესანიშნავი თამაში.
მასპინძელთა გუნდის შემტევი გიორგი კვერნაძე ისევ სათადარიგო იყო.
„ფროზინონე“ 7 ქულით მე-6 ადგილზეა და 22 სექტემბერს გასვლაზე „სალერნიტანას“ დაუპირისპირდება.
ფროზინონე. „ბენიტო სტირპე“
ფროზინონე - სასუოლო 4:2
გოლები: 0:1 პინამონტი (7), 0:2 პინამონტი (24), 1:2 ჩედირა (45+4, პენ), 2:2 მაციტელი (70), 3:2 მაციტელი (76), 4:2 ლიროლა (90+6)
აბა ძერბინს მარჯვენაც ძლიერი აქვს. ერთი კვარას დაუსუსტდა თორემა...:D