რა სჭირდება კვარაცხელიას, როგორ უნდა ექცეოდნენ კრიზისის დროს და ემოციური ფონი, რომელიც დასაცხრობია...

AutoSharing Option
"ნაპოლის" თამაშების დეტალურ განხილვას ყოველთვის გთავაზობთ, თუმცა ახლა დადგა ეტაპი, როცა მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბარი უფრო მნიშვნელოვანია. შესაძლოა, ვინმემ თქვას, რომ ქართველ ფეხბურთელს ამხელა ყურადღებაც ვნებს, თუმცა მასზე ბევრს რომ დაწერენ, ცხადია, მთავარი კი მაინც ფორმა და კონტექსტებია. რაც შეეხება "ნაპოლის" - ისევ სერიოზული შეცდომები დაცვაში, კიმის წასვლის ვერშევსება და მცდელობის მიუხედავად, სათანადო სიახლეების ვერდანახვა. საბოლოოდ, ხასიათის გამოვლენა და ფრე (2:2) "ჯენოასთან"...

ობიექტურად უნდა ვთქვათ, რომ რუდი გარსიას გუნდი საკუთარი სურვილებით არ დაუკომპლექტებია და მას საკმაოდ რთული მიზანი დაეკისრა -
მაინც ამოწურვად რესურსში სიახლეები შეეტანა. ფრანგის თავდაპირველი განცხადებები და კვარაცხელიასთვის მეტი თავისუფლების მინიჭების მცდელობა თითქოს ამისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო, თუმცა ამ საქმიდან ჯერჯერობით ბევრი არაფერი გამოდის.

მიზანი ვერ სრულდება თუნდაც იმიტომ, რომ მარიო რუი ვერანაირად ერგება იმას, მთელი ფლანგის კონტროლი განახორციელოს და "კვარას" ცენტრი შესვლა შეეძლოს. მატიას ოლივერა ამ საქმეში გაცილებით ძლიერია. რუიმ ბურთი რამდენჯერმე დაკარგა, შემდეგ კი ცდილობდა, საკუთარ პოზიციებთან ახლოს ყოფილიყო და ხვიჩა გრძელი პასებით მოემარაგებინა. ამ დროს ჩვენებურს ზონები არ უთავისუფლდება და მის წინააღმდეგ რამდენიმე მეურვეა.

Sportall.Ge

კვარაცხელია სივრცეების გათავისუფლებაზე თავად ზრუნავდა, პირველ ტაიმში კარგი მანევრები შემოგვთავაზა, ორ ფეხბურთელს შორის გენიალურად გაძვრა და მოკლე დროში ორი მოწინააღმდეგე გააფრთხილებინა. ხვიჩაზე ამის შესახებ გასული სეზონის მიმდინარეობისას არაერთხელ დაგვიწერია - მან თამასა ძალიან მაღლა ასწია და მიუხედავად იმისა, თუ როგორ ფორმაშია, გულშემატკივრებს რამდენიმე გამონათება აღარ აკმაყოფილებთ. 77-ე ნომერი თამაშზე სერიოზულ გავლენას ახდენს - მეტოქეები უფრთხიან მისი ფლანგიდან შეტევას, რადგან საპასუხო იერიშის ალბათობა დიდია. ასევე, "კვარაზე" გაძლიერებული ყურადღება ხელ-ფეხს სხვებს უხსნის, რაც რასპადორიმა და პოლიტანომ მშვენივრად გამოიყენეს.

ამასობაში, ხვიჩას ემოციური ფონის შემცირებაზე მოუწევს მუშაობა, რადგან გადაჭარბებული დოზით ის სასარგებლო ვერ იქნება, ამას მოჰყვება საკუთარი თავისთვის უფრო მეტის დამტკიცება, ხანდახან ეგოიზმის მომატება, ხანდახან მსაჯთან კამათი და საბოლოოდ, ეს ძველებურ კონდოციებში დაბრუნებას არ ეხმარება.

...და სადაა მწვრთნელის როლი? სწორედ აქ. შემტევებმა იციან, რომ ყველაფრის მიუხედავად, მათი თამაში შედეგიანობით ფასდება. ამ დროს დამრიგებლისგან უნდა გრძნობდე, რომ მას შენი ძველებურად სწამს. იმავეს ვიტყოდით გულშემატკივრებსა თუ ჟურნალისტებზე. ხვიჩას გარეშე, ოსიმენიც "ჩამქრალია". გავიხსენოთ მსგავსი შემთხვევები; უეინ რუნის გაგრძელებული "მშრალი" სერიის შემდეგ, გენიალური სერ ალექს ფერგიუსონი ამტკიცებდა, რომ ეს უიღბლობა ძალიან მალე აუცილებლად დასრულდებოდა. ამჟამად "ოქროს ბურთის" მფლობელი კარიმ ბენზემა სულ რაღაც ათიოდე წლის წინ ფაქტობრივად, "რეალის" "ლუზერად" მიიჩნეოდა. კარლო ანჩელოტიმ მაშინ თქვა, რომ მიუხედავად იმისა, ფრანგმა 11 მატჩში სულ 1 გოლი გაიტანა, მადრიდული გრანდი ახალ ფორვარდს არ შეიძენდა. არსებობს შემთხვევები, როცა ამა თუ იმ მაღალი კლასის ფეხბურთელს კონკრეტული გუნდისთვის ვერ გააქვს და ესეც ემოციური ამბავია. მაგალითად, ჰარი კეინს "მანჩესტერ სიტის" კარი 6 წლის განმავლობაში არ დაულქშქრავს, ეს მათთან დაპირისპირებაში ფორვარდს ძაბავდა, თუმცა აძლევდნენ უფრო მეტ დროსა და შესაძლებლობებს და ეს უიღბლო სერიაც დასრულდა. გასაკვირი იყო "ლივერპულის" გოლეადორ ფერნანდო ტორესის უიღბლობა "ჩელსის" რიგებში...

"როცა ძველებურად ვერ გამაქვს, ნაკლებად ვიღიმი. ფეხბურთს პოზიტივი სჭირდება" - ეს გერმანელი ტიმო ვერნერის სიტყვებია, როცა "ჩელსის" მაისურით ვერაფრით გაჰქონდა. გვინდა, ყველას ხელი შეუწყოს იმას, ხვიჩა იღიმოდეს. რა თქმა უნდა, როცა შეხვედრა მოსაგებია და ბოლო წუთებში "კვარა" მოედნიდან გაგყავს, ის კმაყოფილი ვერაფრით იქნება. გარსიას სავარაუდოდ ზუსტად უნდა ესმოდეს, "მარგალიტთან" დიდი მწვრთნელები როგორ იქცევიან.

Sportall.Ge

ახლა უფრო მეტს დაწერენ მილოშ კრასიჩთან შედარებაზე. ამაზე ადრეც იმსჯელეს და ყველა თანხმდება, ხვიჩა სულ ცდილობს, ახალი მოიფიქროს, ამაზე მუშაობს და მიუხედავად იმისა, მის შესასწავლად ყველაფერს აკეთებენ, "განახლების" სურვილი სულ აქვს. ამაში მას მთავარი მწვრთნელიც, ახალი ხედვები, იდეები უნდა დაეხმაროს. სპალეტის ერთი თვისება ჰქონდა, ხვიჩას მაშინ განსაკუთრებით აქებდა, როცა მას თამაში არ მისდიოდა, როცა ყველა შექებას ელოდა კი...

ყველა სერია სრულდება, ამის წერტილსაც ვნახავთ. მთავარია, ყველას გვჯეროდეს მისი. ამ დროს ვიღაც იმაზე როცა საუბრობ, თითქოს "კვარა" ნაკრებში ბოლომდე არ დაიხარჯა, სხვა ყველაფერს რომ შევეშვათ, უბრალოდ პრაქტიკული თვალსაზრისითაა შეუძლებელი, ხვიჩას ახლა სანაკრებო გოლი ისეთივე დახმარებას გაუწევდა, იქნებ მეტსაც კი, ვიდრე საკლუბო.

წმინდა სამატჩო მიმოხილვას ძალიან რომ არ გავხდეთ, ერთ ეპიზოდში
ჩვენებურის დაცვაში თამაში ძალიან მოსაწონი იყო. მის შესრულებულ საჯარიმოთი კი ზუსტად დავინახეთ, ახლა რომ ცოტათი აფორიაქებულია...

ნუ ვიფიქრებთ იმაზე მეტს, ვიდრე არის, თავად კი მაქსიმალური ფსიქოლოგიური დახმარება მოგვეთხოვება, ჩვენი მთავარი ვარსკვლავი ისევ რომ კაშკაშებდეს!..

alt"ნაპოლის" "ჯენოასთან" ქულა შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა მოუპოვეს [VIDEO]

alt"კვარას" უკმაყოფილება? გეტყვით, რატომ შევცვალე" - რა თქვა გარსიამ "ჯენოასთან" მატჩის შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 39 /
ჩემი აზრით ახლა რასაც თამაშობს ეგ ფეხბურთს სულ არ ჰგავს უკან არ ბრუნდება არ აქტიურობს წონაში მოიმატა და ეზარება თამაში რასაც წინათ ცდილობდა ყვრლაფერი დაივიწყა მოიყვანა ცოლი იშოვა ფული და ერთ ადგილას ჰკიდია ყველაფერი დალშე მალე 20მილიონამდე დავარდება მისი ფასი უბრალოდ ახალგაზრდა რომ არის მაგიტომ აუწიეს ფასი თქვენც ხედავთ ყველაა ის აღარ არის პროფესიონალი როგორც წინათ იყო მე უკვე აღარ ვუყურებ თამაშებსაც
giorgi kvaratskhelia
12:29 21-09-2023
0
ბოლოს დროს არც ნაკრებში და კლუბში ხო სულ ასე იყო კვარას არ ტვირთავენ... როცა იცით ფეხბურთელებმა რომ ჩვეულებრივი ურმები ხართ თქვენს გვერდით არის ფერარი მიეცით მეტი საშუალება რომ იბრწყინოს... არა არ აძლევებ ბურთს დაატარებენ უაზროთ კაცის მომტყუებელი არც აქ არც იქ არავინ არის მაგრამ შურია თუ რა არის არ ვიცი დროულად არ აძლევენ პასს ან თუ აძლევენ ისეთ დროს 2-3კაცი რო კეტავს... არც ზელენსკი არც ლობოტკა და არც მესამე ცხენი არაა იმ დონის რაც უნდა იყვნენ შემტევი ნახევარმცველები ხავი ინიესტა ისე უხატავდა პასებს მესის და სხვებს რო ვერ გაეტანათ საცოდაობა იყო... რეალის თამაშებში ვინი და როდრიგო იმდენს მატაობენ იმდენს ურტყავენ კარებში წუთი ისე არ გავა პასი როარ მისცენ ჩვენთან და ნაპოლში კიდევ ისე გავა 10 წუთი ბურთი არ მიზდის..... და ამას მე თუ ვხედავ გულშემატკივარი მწვრთნელი რას აკეთებს რომელსაც მილიონზე მეტი აქვს ხელფასი???? ოსიმენმაც ბოლოს არ მისცა პასი შეეძლო ერთი ერთზე გაეყვანა სანამ არ გაიჭედა არ გააკეთა პასი... ხელფასი ხო ვაბშე სხვა თემაა 100 მილიონად არ ყიდი ფეხბურთელს და ხელფას აძლევ 1.2 მილიონს აბა ეს ვის გაუგია მაგ ხელფას პრემიერშიფშიც მისცემენ თავს იმით იმართლებენ კრიზისია ფული არ გვაქვსო ლიგა ფულიანების ტურნირია თუ არ გაქ ფული რას ითხოვენ ფინალებს და მოგებებს?
რონი
08:31 19-09-2023
2

სიახლეები პოპულარული