კვარამ თავი ამის გამო ვერ შეიკავა, ვის ეძღვნებოდა ჟესტი? - Tuttonapoli დეტალებზე წერს

AutoSharing Option
16 სექტემბერს, სერია A-ს მე-4 ტურში "ნაპოლი" "ჯენოას" ესტუმრა, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

"პარტენოპეის" ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია 89-ე წუთზე ალესიო ძერბინით შეცვალეს, რის გამოც უკმაყოფილო დარჩა.

Tuttonapoli-ს ცნობით, "კვარა" უკმაყოფილო არა მისი შეცვლის გამო, არამედ მოედანზე ახალგაზრდა ძერბინის შემოსვლით გახლდათ.

"ქართველი გაკვირვებული დარჩა, როდესაც 90-ე წუთზე შეცვალეს და მის ნაცვლად თამაშში არა ლინდსტრომი, ან სიმეონე, არამედ ძერბინი ჩაერთო. ეს ნამდვილად უაზრო და გასაოცარი ცვლილება იყო. "კვარა" სწორედ ამაზე გაბრაზდა და თავი ვერ შეიკავა. რას ნიშნავდა მისი გამომეტყველება და ხელის მოზრაობა? მხოლოდ ერთს - "რას აკეთებ?" ეს კითხვა რუდი გარსიასადმი იყო
მიმართული, იმ მწვრთნელისკენ, რომელიც გულშემატკივარს აღარ მოსწონს", - წერს გამოცემა

შეგახსენებთ, "ნაპოლი" მომდევნო მატჩს 20 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე "ბრაგას" წინააღმდეგ გამართავს.

altრა სჭირდება კვარაცხელიას, როგორ უნდა ექცეოდნენ კრიზისის დროს და ემოციური ფონი, რომელიც დასაცხრობია...

altRinnovo. ესაა კვარაცხელიას და ოსიმენის პრობლემის მიზეზი? - იტალიური მედია გაოგნებულია

alt"მისი კვარასადმი გადაწყვეტილებები სრული აბსურდია!" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა გარსია გააკრიტიკა

მკითხველის კომენტარები / 19 /
ვაცადოთ ნუ დავძაბეთ ეს კაცი.დაძაბულობა უკვე ქცევაში და თამაშში,რომ გადაუვიდეს ჩვენი ბრალიც იქნება.
ილია
10:49 19-09-2023
2
დავუშვათ მსაჯის მიმართ ქონდა პრეტენზია და გამოხატავდა კიდეც,მაგრამ მწრთვნელი რა შუაშია ამ კონკრეტულ თამაშზე, 90 წუთიდან 89 ათამაშა და ვერაფერი ღირებული შექმნა,მართალია ორი მცველი გააყვითლა, რომელთაგან ერთ ერთმა შემდეგ საგოლე გადაცემა შეასრულა, ზუსტ პასებსც აკეთებდა-უკან და ჯარიმაც დაარტყა ტრიბუნებზე,დაცვას კი საერთოდ ვერ ეხმარებოდა,კადრიდანაც ჩანდა ყოველი მოწინააღმდეგის შეტევისას ბოლო მიძუნძულებდა ღრმა ვეტერანივით. ასე რომ მისი თამაში არც ეფექტური იყო და არც ეფექტიანი,რადგანაც შემტევია და ვერც გოლი გაიტანა,ვერც საგოლე მომენტებში მიიღო მონაწილეობა, კარშიც ზუსტად არც დაურტყავს. მწრთნელმა კი ყველაფერი იღონა რომ არ წაეგო, ორივე გოლი შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა გაიტანეს და ხვიჩა ადრეც რომ შეეცვალა ვერავინ უსაყვედურებდა. ამასთან კვარას პრობლემები გარსიას მოსვლამდე გაცილებით ადრე დაეწყო და უკვე თვეებია გრძელდება,როგორც კლუბში ისე ნაკრებში. მე კი მგონია რომ კვარა ჩვეულებრივი, სერია ა-ს დონის ერთი კარგი ფეხბურთელია და არავითარი ვასკვლავი ისს სამ თვიანი ზღაპრული პერიოდი კი როდესაც მთელი საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდო საქართველოში ლამის ეროვნული ფსიქოზი გამოიწვია,მხოლოდ რამდენიმე ფაქტორის დამთხვევა იყო და მეტი არაფერი.სწორედ ის სამთვიანი ტვირთია ყველაზე მძიმე ხვიჩასთვის დღეისათვის ფსიქოლოგიურად,რაც უნდა დაივიწყოს და შეეგუოს-ის არ არის განსაკუთრებული, თორემ თავისი უღიმღამო თამაში ნაკრებში სანიოლს დააბრალო და კლუბში გარსიას გამოსავალი არ არის....
saba
10:30 19-09-2023
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული