სრული სიგიჟე ირანში - რონალდოს გუნდმა ვერც კი ივარჯიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 19 სექტემბერს გიორგი გველესიანის "პერსეპოლისი" საკუთარ მოედანზე კრიშტიანო რონალდოს "ალ ნასრს" მასპინძლობს. ირანში რომ ფეხბურთი ფანატიკურად უყვართ, ეს ახალი ამბავი არავისთვისაა და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის ქვეყანაში ჩასვლას სტანდარტულად არ ჩაუვლია. "ალ ნასრის" სასტუმროსთან იმდენი ფანი იყო შეკრებილი, რომ გუნდმა "აზადის" სტადიონზე წასვლა და ვარჯიში ვერ მოახერხა. 

"ალ ნასრი" თეირანში გუშინ, 18 სექტემბერს ჩაფრინდა. "პერსეპოლისის" პრეზიდენტმა რეზა დარვიშმა პორტუგალიელს 80 000 $ ღირებულების ხალიჩა აჩუქა, მთელ ქალაქში რონალდოს მისალმების ბანერები იყო გამოკრული. გულშემატკივრები, კი დედაქალაქში მთელი ირანიდან ჩავიდნენ და ღამე
იმ სასტუმროსთან გაათიეს, სადაც "ალ ნასრი" არის განთავსებული. 

აღსანიშნავია, რომ არაბულ გუნდს გუშინ, მატჩისწინა ვარჯიში მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს არენაზე, "აზადის" სტადიონზე (ტევადობა 110 000) უნდა ჩაეტარებინა. "ალ ნასრმა" არა თუ არენამდე მისვლა, სასტუმროდან გასვლაც ვერ მოახერხა - ათიათასობით ფანის კორდონის გარღვევა და კლუბის ავტობუსისთვის გზის გათავისუფლება პოლიციამაც ვერ მოახერხა. 

დღეს, კი მატჩი ცარიელი ტრიბუნების ფონზე გაიმართება, რისი მიზეზიც, "პერსეპოლისის" ხელმძღვანელობის უცნაური გადაწყვეტილებაა. კლუბმა, სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით (სწორედ ამ სტრუქტურას ეკუთვნის "პერსეპოლისი") არენის განახლება სეზონის განახლების წინ დაიწყო და ტრიბუნების დიდი ნაწილი მოანგრიეს. თავდაპირველად იყო შანსი, რომ "პერსეპოლისი" - "ალ ნასრი" ინდოეთში გამართულიყო, მაგრამ აზიის ფეხბურთის ფედერაციამ ირანულ კლუბს შეხვედრის საშინაო არენაზე ჩატარების უფლება მისცა. თუმცა იმის გამო, რომ უსაფრთხოების ნორმები დაცული ვერ იქნებოდა, ტრიბუნებზე ფანები არ დაუშვეს. 

მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 20 /
მხოლოდ ტრადიციებისთვის რომ დაგვეჯერებინა და პროგრესი დაგვეკიდებინა ეხლაც გამოქვაბულში ვიჯდებოდით და მთავარი საზრუნავი შუბზე ვინმეს წამოცმევა იქნებოდა, თუმცა ბევრი დღეს ზუსტად ეგეთი "ტრადიციულია", ზომიერება მეგობრები ზომიერება ყველაფერში.

P.s.
ისე აი რა დღეშია ხალხი დღეს, რონალდოს (რომელიც "ფეხით ბურთს კარგად ურტყავს") გამო გიჟდება, სასაცილო არ არის? იმიტომ აფანატებენ რომ სხვებზე კარგად დარბის და ფეხს ბურთს ურტყავს :-D
სხვა
13:53 19-09-2023
28
ირანის ტრადიციულ სახელმწიფოს დიდი დღე არ უწერია! სადაც შეაღწევს ჯინსი, ბითლზი, ფეხბურთი, სიტყვა დემოკრატია .... იმ ქვეყნის ათასწლოვანი არსებობა დამთავრებულია. ირანს უახლოეს მომავალში მოელის ლიბიის ბედი!
aburjga
11:59 19-09-2023
41

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული