11:40 19-09-2023
სრული სიგიჟე ირანში - რონალდოს გუნდმა ვერც კი ივარჯიშა [VIDEO]
AutoSharing Option
"ალ ნასრი" თეირანში გუშინ, 18 სექტემბერს ჩაფრინდა. "პერსეპოლისის" პრეზიდენტმა რეზა დარვიშმა პორტუგალიელს 80 000 $ ღირებულების ხალიჩა აჩუქა, მთელ ქალაქში რონალდოს მისალმების ბანერები იყო გამოკრული. გულშემატკივრები, კი დედაქალაქში მთელი ირანიდან ჩავიდნენ და ღამე იმ სასტუმროსთან გაათიეს, სადაც "ალ ნასრი" არის განთავსებული.
აღსანიშნავია, რომ არაბულ გუნდს გუშინ, მატჩისწინა ვარჯიში მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს არენაზე, "აზადის" სტადიონზე (ტევადობა 110 000) უნდა ჩაეტარებინა. "ალ ნასრმა" არა თუ არენამდე მისვლა, სასტუმროდან გასვლაც ვერ მოახერხა - ათიათასობით ფანის კორდონის გარღვევა და კლუბის ავტობუსისთვის გზის გათავისუფლება პოლიციამაც ვერ მოახერხა.
დღეს, კი მატჩი ცარიელი ტრიბუნების ფონზე გაიმართება, რისი მიზეზიც, "პერსეპოლისის" ხელმძღვანელობის უცნაური გადაწყვეტილებაა. კლუბმა, სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით (სწორედ ამ სტრუქტურას ეკუთვნის "პერსეპოლისი") არენის განახლება სეზონის განახლების წინ დაიწყო და ტრიბუნების დიდი ნაწილი მოანგრიეს. თავდაპირველად იყო შანსი, რომ "პერსეპოლისი" - "ალ ნასრი" ინდოეთში გამართულიყო, მაგრამ აზიის ფეხბურთის ფედერაციამ ირანულ კლუბს შეხვედრის საშინაო არენაზე ჩატარების უფლება მისცა. თუმცა იმის გამო, რომ უსაფრთხოების ნორმები დაცული ვერ იქნებოდა, ტრიბუნებზე ფანები არ დაუშვეს.
მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 18 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ავადმყოფებიი @@
2
2
ბიჯო რავიცი მუსლიმი სირიელების აფრიკელების და აზიელების არ იყოს ჩვენთან კეფირ და შაითან ამერიკა-ევროპებში მოდიხართ სამკურნალოდ და ლტოლვილებად ,არა საუდს არაბეთში . პაკისტანში ან ინდონეზიაში ... აბურჯგაჯან შენ რას აპირებ რამე რო იყოს? თეირანის გარეუბანში რამე რო იყოს იცხოვრებ ?
9
3
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ


29.00 k
45.00 k
65.00 k
100.00 k
სიახლეები
პოპულარული

