სრული სიგიჟე ირანში - რონალდოს გუნდმა ვერც კი ივარჯიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 19 სექტემბერს გიორგი გველესიანის "პერსეპოლისი" საკუთარ მოედანზე კრიშტიანო რონალდოს "ალ ნასრს" მასპინძლობს. ირანში რომ ფეხბურთი ფანატიკურად უყვართ, ეს ახალი ამბავი არავისთვისაა და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის ქვეყანაში ჩასვლას სტანდარტულად არ ჩაუვლია. "ალ ნასრის" სასტუმროსთან იმდენი ფანი იყო შეკრებილი, რომ გუნდმა "აზადის" სტადიონზე წასვლა და ვარჯიში ვერ მოახერხა. 

"ალ ნასრი" თეირანში გუშინ, 18 სექტემბერს ჩაფრინდა. "პერსეპოლისის" პრეზიდენტმა რეზა დარვიშმა პორტუგალიელს 80 000 $ ღირებულების ხალიჩა აჩუქა, მთელ ქალაქში რონალდოს მისალმების ბანერები იყო გამოკრული. გულშემატკივრები, კი დედაქალაქში მთელი ირანიდან ჩავიდნენ და ღამე
იმ სასტუმროსთან გაათიეს, სადაც "ალ ნასრი" არის განთავსებული. 

აღსანიშნავია, რომ არაბულ გუნდს გუშინ, მატჩისწინა ვარჯიში მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს არენაზე, "აზადის" სტადიონზე (ტევადობა 110 000) უნდა ჩაეტარებინა. "ალ ნასრმა" არა თუ არენამდე მისვლა, სასტუმროდან გასვლაც ვერ მოახერხა - ათიათასობით ფანის კორდონის გარღვევა და კლუბის ავტობუსისთვის გზის გათავისუფლება პოლიციამაც ვერ მოახერხა. 

დღეს, კი მატჩი ცარიელი ტრიბუნების ფონზე გაიმართება, რისი მიზეზიც, "პერსეპოლისის" ხელმძღვანელობის უცნაური გადაწყვეტილებაა. კლუბმა, სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით (სწორედ ამ სტრუქტურას ეკუთვნის "პერსეპოლისი") არენის განახლება სეზონის განახლების წინ დაიწყო და ტრიბუნების დიდი ნაწილი მოანგრიეს. თავდაპირველად იყო შანსი, რომ "პერსეპოლისი" - "ალ ნასრი" ინდოეთში გამართულიყო, მაგრამ აზიის ფეხბურთის ფედერაციამ ირანულ კლუბს შეხვედრის საშინაო არენაზე ჩატარების უფლება მისცა. თუმცა იმის გამო, რომ უსაფრთხოების ნორმები დაცული ვერ იქნებოდა, ტრიბუნებზე ფანები არ დაუშვეს. 

მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 20 /
დიდ გალიაში დამწყვდეული ხალხის სახე
კირკიტა
16:02 28-11-2023
0
ისე სანამ რამეს დაასკვნით ,ეგებ კარგად დააკვირდეთ იმას რომ მათი გზები მილიარდჯერ აღემატება თქვენსას ხარისხით.მათი შენობები ტრილიარდჯერ თქვენსას. . . თქვნეზე ნაკლებად ლამაზი ქალები არ ყავთ და თქვენგან განსხვავებით ბოზებიც კი უფრო ეფექტურები ყავთ. . გუშინ უთენია კოლმეურნეობაზე ღამის კლუბიდან ამოსული პროევროპელი მე კონნტროლიორის ფორმაში მყოფს მეკითხება ჩემი ცოლი ხო არ გინახავსო. . .აი თქვენი დიდი ალექსანდრე მაკედონელი სპარსეთის იმპერიაში როცა იპყრობდა,მაშინ ნახეს პირველად მატყლის ლეიბი და ლოგინი,თქვენმა ველურმა ევროპელებმა. . . მაშინ ნახეს ჯაკუზი და კიდევ ის რომ ხალხი ბანაობდა. . . აყროლებული ევროპელი ველურები გაოგნებული იყვნენ სპარსელი ქალების კდემამოსილებით. . .500 თავით იდგა მაღლა მაშინდელი აზია თქვენს ევროპაზე,ხოლო ის რომ ევროპა დღეს ცივილიზაციათა,ეს არის წმინდა წყლის ბლეფი. . . გაზულუქდა სხვისი ძარცვით ნაშოვნი ფულით და დღეს ხარაკირს იტარებს იმდენად გარეკა. . აი ესაა სინამდვილე
Napoleoni
08:51 12-10-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული