ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „შახტარი“ ჰამბურგში „პორტუს“ უმასპინძლებს. დონეცკური გუნდის მწვრთნელმა პატრიკ ვან ლეუვენმა ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი სასტარტოში არ დააყენა.
ისინი სათადარიგოთა შორის არიან და შეიძლება შეცვლაზე შევიდნენ.
მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.