"ნაპოლიმ" სტუმრად "ბრაგას" დიდი გაჭირვებით სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „ბრაგა“ 2:1 დაამარცხა.

წვიმიან ამინდში შეხვედრა სწრაფ ტემპში დაიწყო და მომენტები ორივე გუნდმა შექმნა, მაგრამ ორტას და ოსიმენს გატანა მეკარეებმა არ დაანებეს. შემდეგ კვარაცხელიას ჩაწოდებული ბურთი ოსიმენმა დაარტყა და მეკარე მატეუსმა იხსნა თავისი გუნდი. მერე მან დო ლორენსოცაც არ გაატანინა. „ნაპოლი“ თანდათან უპირატესობას დაეუფლა, ხვიჩას დაგორებული ბურთი ოსიმენმა დაარტყა და პორტუგალიელები ამჯერად ხარიხამ იხსნა. უნდა ითქვას, მასპინძლები სწრაფი კონტრიერიშებით პასუხობდნენ და სახიფათონი იყვნენ. 35-ე წუთზე კარის წინ მცველთან ბრძოლაში ვიქტორი წაიქცა, მსაჯმა
ვიდეოგამეორება ნახა და პენალტი არ დანიშნა. კომპენსირებულ დროში კი საჯარიმოში "კვარას" ჩაწოდებული ბურთი ოსიმენისგან დი ლორენცოს მიუვიდა და კაპიტანმა უძლიერესი დარტყმით სტუმრები დააწინაურა.

მეორე ტაიმი ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა, „ბრაგა“ აქტიურობდა და „ნაპოლის“ ხშირად უწევდა თავდაცვა. „კვარა“ 66-ე წუთზე ელმასმა შეცვალა, ხოლო პოლიტანო რასპადორიმ. მერე მეკარესთან პირისპირ გასულმა ზილენსკიმ ვერ უწია მიზანს. პორტუგალიელებმა კი ბრუმას თავურით ანგარიში გაათანაბრეს. თუმცა, მალე ზილენსკის ჩაწოდებულ ბურთს ნიაკატემ საკუთარ კარში მიუჩინა ადგილი. დარჩენილ დროში მასპინძლებს სამი კარგი შანსი მიეცათ: ორტამ და ბრუმამ მიზანს ააცილეს, ხოლო პიცის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და "ნაპოლიმ" არადამაჯერებელი თამაშით გამარჯვება მოიპოვა.

„ნაპოლი“ 3 ოქტომბერს, მეორე ტურში „რეალს“ უმასპინძლებს.

ბრაგა. "ესტადიო მუნიციპალი"
ბრაგა - ნაპოლი 1:2
გოლები: დი ლორენცო (45+2), 1:1 ბრუმა (84), 1:2 ნიაკატე (88, საკ. კარში)

მკითხველის კომენტარები / 48 /
საბა ლობჟანიძემ გაიტანა გოლი. მიქაუტაძეს ვერ გააქვს ჯერ. ამათზე წერეთ, ეგ ხალხი საერთოდ რატომ მიივიწყეთ. ააა ბევრი კომენტარი არ ექნება და მარტო კვარას გადადგმული ყველა ნაბიჯია მხოლოდ მნიშვნელოვანი? აგატას წიგნს კითხულობს თუ თვითმფრინავიდან როგორ ჩამოდის ესენია მარტო განხილვის საგნები საქართველოში.
სხვები არ არსებობენ. სრული იგნორი
??
21 სექტემბერი 2023 11:00
3
მართლაც იმიტომ ცვლის ის დურაქი გარსია კვარას ჯიბრზე ამით ხალხს ეუბნება--მკიდია თქვენი აზრები აქ მე ვარ შეფიო !და მაგის "შეფობა" ბოლო კვირებს ითვლის ! რეალთან წაგების მერე არ გაუშვებენ მაგრამ ოქტომბერში რომ წააგებენ ან ვერ მოიგებენ 3-4 თამაშს აუცილებლად გააპანღურებენ და ლაურაც ვერ უშველის !
zura222
21 სექტემბერი 2023 06:11
2
საშუალოდ ითამაშა. თითქმის მთელი თაში თმების გასწორებას მოუნდა.
მეგრელი
21 სექტემბერი 2023 10:29
4
შეეშვით ამ კაცს ჯერ გადაღლილია და კარგად დასვენება ვერ მოასწრო გარდა მაგისა წვიმიანი ამინდი იყო და არ უყვარს კვარას წვიმაში თამაში
სსს
21 სექტემბერი 2023 07:40
3
კვარას აშკარად არ მოუხდა ცოლის მოყვანა; იმედია, მალე მოძლიერდება და დამშვიდდება
იულონი
21 სექტემბერი 2023 10:30
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული