"ნაპოლიმ" სტუმრად "ბრაგას" დიდი გაჭირვებით სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „ბრაგა“ 2:1 დაამარცხა.

წვიმიან ამინდში შეხვედრა სწრაფ ტემპში დაიწყო და მომენტები ორივე გუნდმა შექმნა, მაგრამ ორტას და ოსიმენს გატანა მეკარეებმა არ დაანებეს. შემდეგ კვარაცხელიას ჩაწოდებული ბურთი ოსიმენმა დაარტყა და მეკარე მატეუსმა იხსნა თავისი გუნდი. მერე მან დო ლორენსოცაც არ გაატანინა. „ნაპოლი“ თანდათან უპირატესობას დაეუფლა, ხვიჩას დაგორებული ბურთი ოსიმენმა დაარტყა და პორტუგალიელები ამჯერად ხარიხამ იხსნა. უნდა ითქვას, მასპინძლები სწრაფი კონტრიერიშებით პასუხობდნენ და სახიფათონი იყვნენ. 35-ე წუთზე კარის წინ მცველთან ბრძოლაში ვიქტორი წაიქცა, მსაჯმა
ვიდეოგამეორება ნახა და პენალტი არ დანიშნა. კომპენსირებულ დროში კი საჯარიმოში "კვარას" ჩაწოდებული ბურთი ოსიმენისგან დი ლორენცოს მიუვიდა და კაპიტანმა უძლიერესი დარტყმით სტუმრები დააწინაურა.

მეორე ტაიმი ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა, „ბრაგა“ აქტიურობდა და „ნაპოლის“ ხშირად უწევდა თავდაცვა. „კვარა“ 66-ე წუთზე ელმასმა შეცვალა, ხოლო პოლიტანო რასპადორიმ. მერე მეკარესთან პირისპირ გასულმა ზილენსკიმ ვერ უწია მიზანს. პორტუგალიელებმა კი ბრუმას თავურით ანგარიში გაათანაბრეს. თუმცა, მალე ზილენსკის ჩაწოდებულ ბურთს ნიაკატემ საკუთარ კარში მიუჩინა ადგილი. დარჩენილ დროში მასპინძლებს სამი კარგი შანსი მიეცათ: ორტამ და ბრუმამ მიზანს ააცილეს, ხოლო პიცის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და "ნაპოლიმ" არადამაჯერებელი თამაშით გამარჯვება მოიპოვა.

„ნაპოლი“ 3 ოქტომბერს, მეორე ტურში „რეალს“ უმასპინძლებს.

ბრაგა. "ესტადიო მუნიციპალი"
ბრაგა - ნაპოლი 1:2
გოლები: დი ლორენცო (45+2), 1:1 ბრუმა (84), 1:2 ნიაკატე (88, საკ. კარში)

მკითხველის კომენტარები / 48 /
ფეისბუქზე ვნახულობ კვარაზე დაწერილ მახინჯ კომენტარებს, აბსოლუტურად ყველას პროფილებზე გადავიდივარ და ჰოი საოცრებავ, ყველა თავის დაწერილ კომენტარს ჰგავს. ცარიელი, უბადრუკი, გამწარებული ლუზერი.
აი კვარა რო უმაგრეს ფორმაში იყო და ნეაპოლში რომ დადიოდნენ უფასო პიცის საჭმელად ის ხალხი ლანძღავს თან, დიდის ამბით წერენ, ნეაპოლში დავდიოდითო და თავებს ირცხვენენ.
წარმოიდგინეთ, საამაყოდ რომ ჩადიხარ, უფასოდ პიცას ჭამ, თან ნეაპოლელების ქება-დიდება გსიამოვნებს, იმათ მოფერებაზე კრუტუნებ, მერე აქ ჩამოდიხარ და მაგ ყველაფრის შემოქმედ ბიჭს ლანძღავ და აგინებ. თან ამას საჯაროდ წერ.
როგორ არ უნდა გიტყდებოდეს ასეთი ფარისეველი და სულით მოღალატე რომ დადიხარ.
ისევ კარიერის ზენიტში რომ იქნება კვარა მერე ისევ დაიწყებენ იქ ძუნძულს.
ფუ როგორ რეალურად დამანახა კვარამ ამ ხალხის რეალური მახინჯი მხარე. ყველა ერთნაირი როგორ გახდა. ნებისმიერი ერს რომ ჰყავდეს კვარასნაირი სპორტსმენი, არავინ მოექცეოდა მას ასე, როგორც ამ ქვეყანაში ექცევიან. მე მრცხვენია ამათ მაგივრად. ერთი რასაც ვაკეთებ, ყველას პროფილებზე გადავიდივარ და სახეებზე ვაკვირდები, მაინტერესებს რანაირად არიან ასეთი არარაობები.
ლუზერებს
02:26 21-09-2023
6
ძალიან კარგად ითამაშა. ორი ასისტი მაინც უნდა ჰქონოდა დღეს და ვერ გამოიყენეს. გოლში მონაწილეობა მიიღო და ერთ-ერთი მაღალი შეფასება აქვს გუნდში. შეცვლაზეც ასეთი რეაქციები ნუ გვექნება (კვარას ჩათვლით). გაიხსენეთ,შარშანაც ცვლიდა სპალეტი მე 60-70 ე წუთზე მაგრამ საუკეთესო გახდა სპალეტის ხელში.
წინ უკეთესი თამაშები იქნება❤️
Skeleton
02:33 21-09-2023
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული