ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპზე, პირველ ტურში, სტუმრად "ბრაგასთან" მოგებულ მატჩში (2:1), "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია 66-ე წუთზე შეცვალეს და უკმაყოფილომ დატოვა მოედანი.
იტალიური მედია კვარაცხელიას თამაშს აკრიტიკებს, ანალიტიკურმა საიტებმა კი ტრადიციულად მაღალი შეფასება დაუწერეს - Whoscored-მა და Sofascore-მა 7.4, ხოლო Flashscore-მა 7.6.
ხვიჩამ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა, საუკეთესო კი ჯოვანი დი ლორენცომ - 8.8.