ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპზე, პირველ ტურში, სტუმრად "ბრაგასთან" მოგებულ მატჩში (2:1), "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია 66-ე წუთზე შეცვალეს და უკმაყოფილომ დატოვა მოედანი.
იტალიური მედია კვარაცხელიას თამაშს აკრიტიკებს, ანალიტიკურმა საიტებმა კი ტრადიციულად მაღალი შეფასება დაუწერეს - Whoscored-მა და Sofascore-მა 7.4, ხოლო Flashscore-მა 7.6.
ხვიჩამ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა, საუკეთესო კი ჯოვანი დი ლორენცომ - 8.8.
არამგონია შეცვლა ასეთი ტრაგედია იყოს როგორც თავად აღიქვა დღეს. სპალეტიც ცვლიდა მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მის საუკეთესოობაში. მაშინაც უკმაყოფილო გადიოდა მაგრამ ახლა უფრო განერვიულებული ჩანს და სულ ტყუილადაა ეგრე. ძალიან ემოციურია, რუბინში პენალი რომ ვერ გაიტანა და იტირა კარგად მახსოვს. არ შეიძლება ასე, ნერვებს თუ აყვება, მხოლოდ ზიანს მოუტანს. აქედანაც ხელს "უწყობენ" ჩვენები.
დღეს გაიტანს, ხვალ გაიტანს და რაღაც პრიმიტიული პოსტებით, თითქოს გოლის გატანა იყოს მარტო ფეხბურთი. თან ამას ჩვეულებრივი ხალხი კი არ აკეთებს, ვინც ეკრვევა საქმეში ისინიც აკეთებენ და ცდილობენ მეტად დასტრესონ. არ მინდა დავიჯერო, რომ სპეციალურად კეთდება ეგ...
გოლები რომ გაჰქონდა მაშინაც და რომ აღარ გაჰქონდა მერეც, უდიდესია მისი წვლილი გუნდის წარმატებაში. წელს ძალიან ცოტა თამაში ჩატარდა ჯერ იმისთვის, რომ მივხვდეთ რა მდგომარეობაშია გუნდი მაგრამ შარშან როგორც ტრიუმფით დაიწყო ყველაფერი და ტრიუმფით დასრულდა, ისე არ მგონია წელს მოხდეს. ეს სრულიად ნორმალური მოვლენაა. ხვიჩამ უნდა გააგრძელოს ფეხბურთით სიამოვნების მიღება და ლაღი თამაში, როგორც აქამდე აკეთებდა. რუბინში ერთ სეზონში 4 გოლი ჰქონდა და საუკეთესოდ ასახელებდნენ, რადგან ულამაზეს სანახაობრივ თამაშებს დებდა, 20 გოლიანი დესპოტოვიჩი ვერ ხდებოდა საუკეთესო. ასევე უხვ გოლიანი ოსიმენი ვერ გახდა წელს საუკეთესო რადგან ხვიჩამ უფრო დიდი წვლილი შეიტანა გუნდის ჩემპიონობაში.
ძალიან ცუდია თუ თვითონ ხვიჩა მისცემს თავს დათრგუნვის საშუალებას ამ უგოლო სერიის გამო.
პროფესიონალია და არამგონია ეგრე მოიქცეს. თუ ძალიან ჩაეციკლება ამ გოლის გატანა არ გატანას, უფრო მეტხანს გაუგრძელდება უგოლო სერია და ვიღაცეებს მართლა ჰგონიათ ხვიჩასნაირი ფეხბურთელისთვის უგოლო სერია ტრაგედია. აი ხვიჩა რომ გყავს, და შეგიძლია მისი გენიალური მოძრაობებით დატკბე, ვინ ნორმალური დაუთვლიდა გოლებს, ცენტრ ფორვარდია თუ რა?
მაგრამ თვითონ უნდა ბევრი გაიტანოს და ეგაა პრობლემა ზუსტად. თვითონ ვერ ხვდება რამხელა ძალაა გუნდისთვის და უგოლო სერიის გამო ნერვიულობს. არვიცი, გარსიას ნათვქმიდან ეგ დასკვნა გამოვიტანე. შეიძლება ვცდები.
თავისი ფასი უნდა ისწავლოს და ხელის აწევით ბოდიშების ხდა და თავმდაბლობები აღარაა საჭირო. ბავშვობიდანაც უნდა გამოვიდეს ნელ-ნელა.
მარტო ამისთვის გავაკრიტიკებდი პირადად მე.
ადრე თქვა, რომ მაქსიმალისტია და თუ რაღაც კარგად არ გამოსდის ჯობია საერთოდ არ გააკეთოს. არ მინდა ერთხელაც იფიქროს, რომ რაღაც არ გამოდის და საერთოდ გაჩერდეს.
სისუსტეს თუ შეგამჩნევენ, ყველა წაგესევა, ისედაც აფთრებივით არიან მოჩერებული ფეხის დაცდენაზე.
ასე რომ მხოლოდ წინ, ხვიჩა!❤️
არგუმენტირებულად ჩამოყალიბებულ კომენტარს რომ დაწერ, იმაზე პასუხი რომ არ აქვთ და შეურაცხყოფას გაყენებენ ასეთ მასაში რა უნდა გააკეთო?
ამ ველურებთან საერთო არაფერი მექნება. უბრალოდ ხვიჩას გულშემატკივარი და მხოლოდ ამ საიტზე ვწერ ხოლმე არგუმენტირებულად ჩამოყალიბებულ კომენტარებს. ყოველთვის მართალი აღმოვჩნდი როცა დავიცავი. ჩემი დასაცავი რა აქვს, მაგრამ ზოგჯერ ვერ ვითმენ ამ განუვითარებელი ბრბოსგან დაუმსახურებელი ტალახი რომ ხვდება. ვიცი ხართ ჩემნაირი გულშემატკივარი აქ მაგრამ ძალიან ცოტანი, რადგან ნაგავს მიაქვს აქაურობა და მართლა ნორმალური, განვითარებული და ჩამოყალიბებული ადამიანები ვერ ვახერხებთ ამხელა სიბინძურეში კორექტულად აზრის გამოთქმას.
მადლობა კიდევ ერთხელ.
იმედია ეს შეიცვლება და სირცხვილი გახდება მსგავსი გონებრივად ჩამორჩენილი, აგრესიული კომენტარების გაკეთება.
ამზეა ნათქვამი თავბრუდახვევა წარმატებისგან.
ივარჯიშე, კონცენტრირდი, მოინდომე და თუ შეგიძლია გამოგივა კიდეც.
აბა შენ იცი.
15 წელი მაინც არის რაც ფეხბურთს ვუყურებ და მიუხედავად ზოგჯერ ცუდი გამოცდილებისა, მიუხედავად ხალხის ბრბოდ გადაქცევისა, მაინც ვერ დამაჯერებს ვერავინ, რომ ფეხბურთი მარტო ეგზალტირებული, აგრესიული და მაგინებელი მასის სპორტია და მისი არგუმენტირებულად და ცივილურად განხილვა არ შეიძლება. რაც არ უნდა ეცადოთ და შეურაცხყოფა მომაყენოთ, მაინც მექნება ნორმალური და ჩამოყალიბებული ფეხბურთის გულშეატკივრის არსებობის იმედი, თუნდაც არ მეთანხმებოდეს ჩემს მოსაზრებებში.❤️