"მოედანზე არ ჩანდა, უსარგებლო დრიბლინგებს აკეთებდა... ზეწოლას გრძნობს" - რას წერენ იტალიური გამოცემები კვარაცხელიას ნაჩვენებ თამაშზე "ბრაგას" წინააღმდეგ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში "ნაპოლიმ" გასვლაზე "ბრაგა" 2:1 დაამარცხა.

"პარტენოპეიმ" გუნდის ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია 65-ე წუთზე შეცვალა, რასაც ჩვენებურის უკმაყოფილება მოჰყვა.

იტალიური მედია პორტუგალიაში ხვიჩას თამაშს აფასებს და კვარაცხელიას შესახებ წერს:

Corriere Dello Sport: მისი თამაში ერთფეროვანი იყო, ის აშკარად გრძნობს ზეწოლას, რომ გოლი 19 მარტის შემდეგ არ გაუტანია, ასევე ზეწოლას რომ მისგან მუდამ ფენომენალურ თამაშს ელიან.

მისი ფეხები ადრე პეპლის ფრთებივით დაფარფატებდა, ახლა კი თითქოს სიმძიმის ქვეშ იყო. რაც შეიძლება სწრაფად გამოცოცხლება და შემსუბუქება სჭირდება.

Gazzetta:
იგი ნელ-ნელა იწყებს ფორმაში შესვლას და აუმჯობესებეს კომუნიკაციას ოსიმენთან. ის უბრუნდება საკუთარი თავის წარსულს ვერსიას.

The Morning: ვიქტორ გომეზმა მისი პარალიზება მოახერხა. ის მოედანზე არ ჩანდა და ზოგიერთ შემთხვევაში გამაღიზიანებული იყო. კვარაცხელიას ცოტას დარბის და უსარგებლო დრიბლინგებს აკეთებს და ხშირად დაბნეული გამოიყურება.
მკითხველის კომენტარები / 94 /
ადამიანი უნდა განსაჯოს, მასზე უკეთესმა. მაგრამ ჩვენ, სათითაოდ, ხომ ყველაზე უკეთესები ვართ.
სიმართლე.
09:41 28-09-2023
0
ადამიანი უნდა განსაჯოს, მასზე უკეთესმა. მაგრამ ჩვენ, სათითაოდ, ხომ ყველაზე უკეთესები ვართ.
სიმართლე.
09:34 28-09-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული