"მოედანზე არ ჩანდა, უსარგებლო დრიბლინგებს აკეთებდა... ზეწოლას გრძნობს" - რას წერენ იტალიური გამოცემები კვარაცხელიას ნაჩვენებ თამაშზე "ბრაგას" წინააღმდეგ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში "ნაპოლიმ" გასვლაზე "ბრაგა" 2:1 დაამარცხა.

"პარტენოპეიმ" გუნდის ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია 65-ე წუთზე შეცვალა, რასაც ჩვენებურის უკმაყოფილება მოჰყვა.

იტალიური მედია პორტუგალიაში ხვიჩას თამაშს აფასებს და კვარაცხელიას შესახებ წერს:

Corriere Dello Sport: მისი თამაში ერთფეროვანი იყო, ის აშკარად გრძნობს ზეწოლას, რომ გოლი 19 მარტის შემდეგ არ გაუტანია, ასევე ზეწოლას რომ მისგან მუდამ ფენომენალურ თამაშს ელიან.

მისი ფეხები ადრე პეპლის ფრთებივით დაფარფატებდა, ახლა კი თითქოს სიმძიმის ქვეშ იყო. რაც შეიძლება სწრაფად გამოცოცხლება და შემსუბუქება სჭირდება.

Gazzetta:
იგი ნელ-ნელა იწყებს ფორმაში შესვლას და აუმჯობესებეს კომუნიკაციას ოსიმენთან. ის უბრუნდება საკუთარი თავის წარსულს ვერსიას.

The Morning: ვიქტორ გომეზმა მისი პარალიზება მოახერხა. ის მოედანზე არ ჩანდა და ზოგიერთ შემთხვევაში გამაღიზიანებული იყო. კვარაცხელიას ცოტას დარბის და უსარგებლო დრიბლინგებს აკეთებს და ხშირად დაბნეული გამოიყურება.
მკითხველის კომენტარები / 94 /
ხვიჩა, არ ვიცი ამ კომენტარს წაიკითხავ თუ არა, თუმცა მოგაწვდინო ხმა ამის სხვა გზა არ მაქვს. ამიტომ ვიტყვი - ყველას გვიყვარხარ, ძალიან ძალიან და მადლობა იმ სიხარულისთვის რაც გვაჩუქე და რასაც გვაჩუქებ მომავალში!!!! გახსოვდეს - გაღიზიანება, სტრესი, ნეგატიური ემოციები, მნიშვნელოვანების მიცემა რაღაც მოვლენებისადმი ეს არის დამანგრეველი გრძნობები, რომელიც წინ ვერ წაგწევს. ასევე დაიმახოსვრე - გარეგანი ასახავას შინაგანს - მოაწესრიგე შენი შინაგანი მდგომარეობა და ნახავ, როგორ შეიცვლება ყველაფერი გარეგნაში ანუ შენს ირგვლივ არსებულ სამყაროში!!!! გვიყვარხარ ძმაო და გიგზავნი მადლიერებასა და სიყვარულს!!!!
მერაბი
16:10 21-09-2023
3
რამდენი კომენტარია. რაარის ხალხო, აღირსეთ სხვა ფეხბურთელებსაც კომენტარები და რეიტინგი. კვერნაძეზეც დაწერეთ, საზონოვზეც, კიტეიშვილზეც. ეგერ საბა ლობჟანიძეს გოლები გააქვს, მიქაუტაძეს ვერ გააქვს და გუნდს ვერ მოერგო ჯერ. ახალგაზრდულმა ნაკრებმა ორივე თამაში მოიგო მარა კაციშვილს არ აინტერესებს. იმათზეც ისაუბრეთ ხალხო რაარის ეგ, მარტო კვარაზე სტატიებს რომ აქვს ამდენი კომენტარი, იმიტომაც სულ კვარაზე გიწერენ და ბიჭს ტანსაცმლიდან დაწყებული თვითმფრინავში წასაკითხი წიგნებით დამთავრებული ყველაფერს უკონტროლებენ. ცოდოა ეგ ბიჭი ხალხო!
წარმოიდგინეთ თქვენი თავი მის ადგილას. ყველგან რომ დაგსდევდნენ და ყველა ნაბიჯზე გისაფრდებოდნენ.
90 იანებში ერთი როკ ვარსკვლავი იყო, სახელს არ დავასახელებ, ჩემი საყვარელი მომღერალია დღემდე, ზეწოლას ვერ გაუძლო. ხალხს ეუბნებოდა ბოლოს, ჩემს მუსიკას მოუსმინეთ და მე თავი დამანებეთო, ხორცის ნაჭერი არ ვარო და ჩემს განხილვას თავი დაანებეთო. ამ ადამიანმა თავი მოიკლა, ბევრი პრობლემის გარდა ერთ-ერთი მიზეზი ეს გაუთავებელი დევნა და მუდმივად მასზე წერაც იყო. რათქმაუნდა პასუხისმგებლობა არავინ აიღო და მარტო მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას დაბრალდა თვითმკვლელობა და არავინ დასჯილა.
ნუ აკეთებთ ასე. მარტო მისი თამაში განიხილეთ და შეეშვით ადამიანის ასე გაგდებას და გადავლას რეიტინგის გამო.
მეცოდება მართლა.
ყველაფერი არაჯანსაღი და ავადმყოფური როგორ ვიცით.
ვინმეს რამე გთხოვათ?
ან ნეაპოლში ჩასვლა, ან მარადონასთან შედარება, ან გულშემატკივრობა. არავისთვის არაფერი უთხოვია, არც დაუშავებია. თუ არ მოგწონთ შეეშვით უბრალოდ. შეეშვით ძალიან გთხოვთ!
გულშემატკივრებს
21:38 21-09-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული