მატჩის დღე! კვარაცხელიასა და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე წარუმატებელი მატჩის თავიდან არიდება მოუწევთ...

AutoSharing Option
ევროტურნირების მატჩები ჯერ ახლა დასრულდა, გუნდებს კი უკვე შიდა ჩემპიონატზე გადართვა უწევთ. ასეთ დროს ფიზიკური ძალების აღდგენას, ხასიათზე ყოფნასა და დიდ საკადრო რესურსს დიდი მნიშვნელობა აქვს. ვიმედოვნებთ, ევროპის წამყვან ქვეყნებში მოთამაშე ქართველ ლეგიონერებს უფრო მეტი ნდობა ექნებათ, რაც მათ ნამდვილად სჭირდებათ. ითამაშა კვერნაძემ, ახლა კი იმავეს საზონოვისა და მიქაუტაძისგან ველით...

ზედიზედ მესამე გასვლით მატჩს ითამაშებს ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" - თუკი გენუაში მათ ქულა გადაარჩინეს, ჩემპიონთა ლიგაზე ავტოგოლის დახმარებით გაიმარჯვეს. რუდი გარსიას გუნდს სტაბილურობა აკლია და არაერთ კომპონენტში თამაშის ხარისხის გაუმჯობესება
სჭირდება. რაც შეეხება "კვარას", მას "ბრაგასთან" ჯერჯერობით სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჰქონდა და მის კიდევ უფრო გაუმჯობესებას ველით. ნეაპოლელები "ბოლონიას" დღეს, 24 სექტემბერს, ჩვენი დროით 20:00 საათზე ესტუმრებიან.

"ბოლონია" არის გუნდი, რომელსაც "ნაპოლიმ" ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი გაუტანა - 194. იტალიის მოქმედი ჩემპიონები ამის გაგრძელებას აპირებენ. ტიაგო მოტას ბიჭებისთვის ვიქტორ ოსიმენსაც ბევრი გააქვს - 6 მატჩში 5 გოლი. ნიგერიელმა ამაზე მეტჯერ მხოლოდ "სასუოლოს" (6) კარი აიღო. დაველოდოთ, რუდი გარსია რა სასიკეთო ცვლილებებს შემოგვთავაზებს და რამდენი წუთის დათმობას გეგმავს 77-ე ნომრისთვის.

Sportall.Ge

გარსიას გუნდს ჩემპიონატში ზედიზედ ორჯერ არ მოუგია, სამი წარუმატებელი შეხვედრა კი გუნდს ბოლოს 2022 წლის აპრილში ჰქონდა. ბოლონიელები საკუთარ "დალ'არაზე" ძლიერები არიან და უკანასკნელ 9 შეხვედრაში რვაში არ წაუგიათ, რაც საკმაოდ კარგი შედეგია. ორივე გუნდი მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესოა კარში დარტყმების მცდელობებში.

ამ სტადიონზე მაისის შეხვედრაში ნეაპოლელები ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ. მაშინ კვარაცხელია სპალეტიმ მოედნიდან საკმაოდ ადრე გაიყვანა და საბოლოოდ, ქულები დაიკარგა. რაც შეეხება გასული სეზონის პირველი წრის დაპირისპირებას, მაშინ კვარაცხელია-ოსიმენის მშვენიერი კომბინაცია და გოლი ვნახეთ. უხვგოლიან შეხვედრაში ნეაპოლელებმა (3:2) მოიგეს.

მატჩს აუროლდი განსჯის. როცა ბოლოს ის "ნაპოლის" შეხვედრის არბიტრი იყო, მარიო რუი მოედნიდან გააძევა (25 თებერვალს "ემპოლისთან"), 2022 წელს კი სპალეტის გუნდის "უდინეზესთან" დაპირისპირების (3:2) მთავარი მსაჯიც იყო.

altხვიჩა გაბრაზებულია - როგორ სრულდება მსგავსი ამბები და რა იქნება "ნაპოლიში"? - "კვარას" სეზონის საუკეთესო მატჩი

altფედელე: გარსია "კვარას" განტევების ვაცად იყენებს და ინტელექტის დეფიციტი აქვს

მკითხველის კომენტარები / 5 /
ჩემი აზრით ხვიჩა და მთლიანად ნაპოლის ცუდი თამაში პირველ რიგში ლაურენტისის ბრალია. ის ხისტი, ცბიერი და უზრდელი აღმოჩნდა, მან შეურაცყოფა საჯაროდ მიაყენა ხვიჩას გარემოცვას, გადააგდო ხვიჩა ხელფასის მომატების საკითხში! ასევე მოექცა ოსიმენს. და ამის მერე როგორ უნდა ითამაშოს ხვიჩამ ძველებურად, ანთებული თვალებით და შემართებით თუ არ გაფასებს კლუბის პრეზიდენტი? არ გამიკივირდება თუ ნაპოლი და ხვიჩა დღესაც ჩააგდებს თამაშს
რობი
15:29 24-09-2023
3
რა წერია დაგეწერა ბარემ
ამირანი
01:22 24-09-2023
1

სიახლეები პოპულარული