კვერნაძე დაბრუნდა - "ფროზინონე" ისევ არ დამარცხდა

AutoSharing Option
სერია A-ს მეხუთე ტურში „სალერნიტანასა“ და „ფროზინონეს“ მატჩი 1:1 დასრულდა.

შეხვედრა მართლაც ლამაზი სანახავი გამოდგა, სტუმრები რომანიოლიმ დააწინაურა, მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, მომენტებიც შექმნეს, მაგრამ კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე ტურატი. თუმცა, სალერნოელებმა შესვენების შემდეგ მაინც გაათანაბრეს ანგარიში და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

გიორგი კვერნაძე მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ მატჩის წინ შეაქო, თქვა, რომ ფიზიკურად კარგად არის მომზადებული, პროგრესირებს და 77-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე. ქართველმა სამი მატჩის შემდეგ პირველად ითამაშა. ის მარჯვენა ფლანგზე გაისარჯა და ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია.

„ფროზინონე“ ბოლო 4 შეხვედრაში არ დამარცხებულა, 8
ქულით ჯერჯერობით მეხუთე ადგილზეა და 28 სექტემბერს „ფიორენტინას“ უმასპინძლებს.

სალერნო. „არეკი“
სალერნიტანა - ფროზინონე 1:1
გოლები: 0:1 რომანიოლი (12), 1:1 კაბრალი (51)



„სალერნიტანასა“ და „ფროზინონეს“ მატჩი 1:1 დასრულდა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ოც წუთამდე ითამაშა. ორჯერ მიიღო ბურთი.ძირითადად დაცვას ეხმარებოდა მარჯვენა ფლანგზე.
ჯუჯი
22:40 22-09-2023
1
კვერნა აუცილებლად ათამაშდება.ადაბტაციაც არ გაუვლია ჯერ.ყველაფერი დადგება თავის ადგილას.გიო შენ გვერდით ვართ
Daviti
12:24 23-09-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული