კასანო: "კვარას" ადგილას "ნაპოლის" გასახდელს დავანგრევდი

AutoSharing Option
"ნაპოლის" ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას უგოლო სერია აქტიურად განიხილება იტალიურ მედიაში და ამაზე ვეტერანმა ფეხბურთელებმა ანტონიო კასანომ და დანიელე ადანიმ BoboTV-ის ეთერში ისაუბრეს. მათ ქართველს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.

"განუახლებენ თუ არა "კვარას" კონტრაქტს? გასულ სეზონში ის შესანიშნავად თამაშობდა, დე ლაურენტისმა კი უპასუხა, რომ კლუბთან ხელშეკრულებით კიდევ 4 წლითაა დაკავშირებული. ეს უგუნურებაა.

მე რომ რაღაც მსგავსი შემმთხვეოდა, ასეთი რამ კი მადრიდში მოხდა, გასახდელს გადავაბრუნებდი. სკამებს მარცხნივ და მარჯვნივ გადავყრიდი და ყველაფერს დავამტვრევდი. "ნაპოლი" უნდა უმადლოდეს, რომ "კვ
არა" კარგი ბიჭია და მსგავსი რეაქცია არ ჰქონდა, მაგრამ თუ იგივე გაგრძელდა, ეს ნორმალურ ურთიერთობას რისკის ქვეშ დააყენებს".

ადანი: "მას დღემდე არ აქვს ადეკვტური კონტრაქტი და ეს მიუხედავად იმისა, რომ "ოქროს ბურთის" 30 ნომინანტს შორისაა, აბსურდია".

მკითხველის კომენტარები / 17 /
ყველა ვინც ხვიჩას ცუდ თამაშს ამართლებს მწვრთვნელების,პარტნიორების და სხვა მიზეზით მას დათვურ სამსახურს უწევს.პირიქით უნდა მოუწოდოთ მეტი ივარჯიშოს.თუნდაც მაგალითი აიღოს თავისი კუმირი კრიშტიანოსგან რომელიც მაგის ასაკში პირველ რიგში თავდაუზოგავად ვარჯიშობდა და მერე არც ქალებს იკლებდა.
ასე მგონია
14:56 23-09-2023
6
დედის გინება აქვს დაწყებული ახლა კიდევ გასახდელები დაანგრიოს და კარგად წაუვა საქმე.
Takhamata
13:51 23-09-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული