საგიჟეთი ამსტერდამში - 0:3 შემდეგ "აიაქსისა" და "ფეიენოორდის" მატჩი შეწყდა

AutoSharing Option
ნიდერლანდების ჩემპიონატის მეექვსე ტურში „აიაქსი“ საკუთარ მოედანზე „ფეიენოორდთან“ პირველი ტაიმის შემდეგ 0:3 მარცხდებოდა, რის შემდეგაც მასპინძელთა უკმაყოფილო ფანებმა პროტესტის ნიშნად მოედანზე ფოიერვერკების სროლა დაიწყეს და თამაში შეწყდა.

სტადიონის დიქტორმა გულშემატკივრებს ტრიბუნების დატოვება სთხოვა, "აიაქსს" კი, ალბათ, ტექნიკურ წაგებას ჩაუთვლიან.

ამსტერდამული გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე სათადარიგო იყო.

ამსტერდამი. „იოჰან კრუიფ არენა“
აიაქსი - ფეიენოორდი 0:3
გოლები: 0:1 ხიმენესი (9), 0:2 ხიმენესი (18), 0:3 პაიშაო (37)

მკითხველის კომენტარები / 19 /
აი რას ნიშნავს გულშემატკივარი... აბა ჩვენ სად შეგვიძლია ესე? არ ევასათ, იმდენს გააკეთებენ შეცვლიან სიტუაციას. ესე უნდა ჩაუშალო ქართველ ვითომ გუნდების მფლობელებს თამაშები და მერე ისე სწრაფად მიხვდებუან ყველადერს, გაგვიკვირდებათ.
გიორგი
08:34 25-09-2023
2
ამ ბიჭს გუჩის კეპკებზე ეტყობა რომ პროფესორი არ არის და სავარაუდოდ ოჯახშიც იგივე სიტუაციაა მაგრამ ნუთუ გარემოცვაში არ ყავდათ ვინმე ისეთი ვინც დაეხმარებოდა სწორი არჩევანის გაკეთებაში. დღეს ფეხბურთელები და მათი აგენტები პირდაპირ თუ ირიბად სათამაშო დროის გარანტიას ითხოვენ ხოლმე კლუბისგან და მხოლოდ მყარი არგუმენტების მოსმენის შემდეგ იღებენ ხოლმე კლუბის შეცვლის გადაწყვეტილებას. ნუთუ ფეხბურთელს, მის აგენტს თუ გარემოცვას არ გაუჩნდა სურვილი შეხვედროდნენ მთავარ მწვრთნელს და შეეხედათ რა თვალით უყურებდა და რა გეგმები ქონდა ჟორჟთან მინართებაში?… ის რომ ლიგა 1 უკეთესი ჩემპიონატია ეგ ცხადია. მეცის მწვრთნელი ბოლონი რომ მას შვილივით ექცეოდა და თამაშს მასზე აგებდა ეგეც ვიცით. 3 ტურში 2 გოლი და 1 ასისტი რომ გაქვს, ლიგა 1 თამაშობ და გუნდის ლიდერი ხარ, რა ჯანდაბა გინდა ჰოლანდიის (დღესდღეობით) საშუალო გუნდში, სადაც მწვრთელსაც კი არ უნდიხარ?! გული გამისკდა ჯერ ევროპა ლიგაზე წუთიც რომ არ მისცეს და დღეს ფეიენორდთან!
ერთადერთი შანსი და იმედი ამ მწვრთნელის გათავისუფლებაა მაგრამ უკვე რომელი ქართველის მწვრთნელის გადადგომას ვუგულშემატკივრო აღარ ვიცი….
Zaza
22:03 24-09-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული