ხვიჩას ძალისხმევით მოპოვებული პენალტი - "ნაპოლიმ" ისევ დაკარგა ქულები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მეხუთე ტურში, „ბოლონიასა“ და „ნაპოლის“ მატჩი 0:0 დასრულდა.

მატჩი სტუმართა შეტევებით დაიწყო, ოსიმენმა ბურთი ძელს გაარტყა, დამატებაზე კი კვარაცხელიამ ვერ უწია მიზანს. ხვიჩა უფრო უკანდახეულ პოზიციაზე თამაშობდა, დაცვას ხშირად ეხმარებოდა, შეტევაშიც აქტიურობა და ებიშერს ყვითელი ბარათი მიაღებინა. შემდეგ მის დარტყმულ ბურთს მეკარე სკორუპსკი დაეუფლა. მასპინძლები თავს უნარიანად იცავდნენ, მეტოქეს მომენტების შექმნის საშუალებას არ აძლევდნენ და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმი ბოლონიელებმა უკეთ დაიწყეს, კვარაცხელიამ მოწინააღმდეგის სწრაფი კონტრიერიში წესების დარღვევით შეაჩერა და ყვითელი ბარათი მიიღო. მერე „კვარამ“ თამაში
გაამწვავა, კარშიც დაარტყა, თუმცა მეკარემ მოიგერია. 70-ე წუთზე „კვარა“ საჯარიმოში შეიჭრა, ოსიმენს გადაცემა გაუკეთა, ბურთი ხელზე მცველს მოხვდა, პენალტი კი ვიქტორმა ვერ გამოიყენა. საპასუხო შეტევისას ზირზკეს გატანა „ნაპოლის“ მეკარე მერეტმა არ დაანება. 76-ე წუთზე ხვიჩა ელმასით შეცვალეს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ქართველი ურიგოდ არ ირჯებოდა და ნეაპოლელებს გამარჯვების მოპოვება სჭირდებოდათ, გარსიას გადაწყვეტილება უცნაური გახლდათ, მით უმეტეს მალე მოედნიდან ოსიმენიც გაიყვანა. შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა ვერაფრის შეცვლა ვერ მოახერხეს და საბოლოოდ - 0:0.

„ნაპოლიმ“ ზედიზედ მეორე შეხვედრა დაასრულა ფრედ, 8 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 27 სექტემბერს „უდინეზეს“ უმასპინძლებს.

ბოლონია. „რენატო დალ’არა“
ბოლონია - ნაპოლი 0:0

მკითხველის კომენტარები / 58 /
გარსიამ მოშალა გუნდი. ეს მწვრთნელი სხვაგანაა გუნდი კიდე სხვაგან ლაურენტის შე არასწორო ეს ვინ მოიყვანე შე ბებერო ჩარვაჭარო. არავინ ფორმაში არაა ლობოტკა, ანგისა, ზელენსკი, ოსიმენიც კი და კვარა მაგრამ ეს პირდაპირ მწვრთნელის ბრალიცაა სათანადოდ ვერ უსახავს/ურჩევს გუნდს სტრატეგიას და ამ აბლაბუდა სქემაში გუნდმა არ იცის ვინ სად როგორ ითამაშოს. ამ ნაპოლის ორგანიზებულობასა და ზოგადად გამართული ფეხბურთის თამაშში ფროზინონე, და ჯენოა ჯობია და ეს ლუზერი რუდი გარსიას დამსახურება, ფრანგი დიდი ხანი ვერ გატანს პოსტზე მაგრამ წუწურაქი დელაურენტისის ამბავი რომ ვიცი ის კომპენსაციის გადამხდელი არ არის დდ: ამიტომ გავა წელს ნაპოლი მეხუთეზე მაქსიმუმ. რაც შეეხება ხვიჩას მიუხედავათ იმისა დღეს ყველაზე კარგი მატჩი ქონდა ამ სეზონში და ჩაინიკ გარსიას ბოლომდე უნდა დაეტოვებია უკვე "სუნთქვა გახსნილი" ქონდა მეორე ტაიმში და შეაგდებდა ან ასისტს გაცემდა კვარა მაგრამ შეცვალა იმ კოპერატივმა მწვრთნელმა. მაგრამ მიუხედავად ამისა ხვიჩას ბურთს უკან მისთვის უჩვეულოდ ბევრჯერ აბრუნებს.
შარშანდელი ხვიჩა პირიქით, ბურთს რომ მიიღებდა, არ ქონდა მნიშვნელობა წინ ვინ ხვდებოდა მაინც წინ მიბროდა, ნაპრალებს ეძებდა.
ეს საფეხბურთო თავხედობა აღარ აქვს თითქოს, მომატებული მასის გამო შენელებული რომ არის ალბათ საკუთარ თავს პირველ რიგში თვითონ ატყობს და აღარ რისკავს, საკუთარ თავზე ბევრს აღარ იღებს.
თვითონ ნაპოლიც საკუთარი თავის აჩრდილია. მისი ბურთის ფლობა და კონტროლი სადღაც გაქრა. ამიტომ ხვიჩამ უფრო და უფრო გამალებით უნდა ივარჯიშოს მთავარია ეს წონა დაიგდოს და ის ისევ იფრენს. არაფერი ფსიქოლოგიური ფაქტორი ბრალი ეს ჩავარდნა არ არის ეს წონის ბრალია უნდა იმ დრიბლინგზე წასვლა მარა წონა/ტანი არ უშვებს. უნდა მოიკლოს ასე 6-7 კილო და უფრო აფარფატებული წონით ელასტიურობა, სისხარტე როცა მოიმატებს მაშინ ის ისევ დაადუღებს აპენინებზე მის წინააღმდეგ გამოსულ მცველებს და დარწმუნებული ვარ ხვიჩა აკრიფავს იმ ფორმას რაც შარშან ქონდა უბრალოდ როგორც ჩანს ამ ზაფხულს ბევრი იზარმაცა "შვებულებაში" და ფორმის აკრეფა ვეღარ მოასწრო ამ სეზონის სტარტზე და ჩემის აზრით იმ ძველი ხვიჩას ხილვას აპენინის მწვანე მინდვრებზე ასე მეათე ტურიდან უნდა ველოდეთ. კლასი ასე ჰაერზე არ იკარგება მეგობრებო ეს ყველა საფეხბურთო კანონს ეწინააღმდეგება. უბრალოდ წონის კლება ჭირდება რაც პირდაპირ ნიშნავს სისხარტის/ელასტიურობის დაბრუნებას და ხვიჩა ისევ გაიბრწყინებს ნუ დაპანიკდებით ბევრი სტრესშია მისი ამ უგოლო სერიის და ზოგადად ამ ბოლო პერიოდში მისი დაცემული სათამაშო ხარისხის გამო მაგრამ ნუ გეშინიათ ყველაფერი ისე იქნება როგორც ზემოთ დავწერე და ხვიჩა უამრავჯერ გაახარებს საქართველოს და უფრო მრავალფეროვნად გაგვიფერადებს ქართველებს ცხოვრებას ვიდრე ამას წინა სეზონში პერმანენტულად ტურიდან ტურში "გვანებივრებდა".
Charley
24 სექტემბერი 2023 23:20
3
ეს ანბანური ჭეშმარიტება გუნდის მთავარ მწვრთნელს, არ უნდა ესმოდეს?
გულშემატკივარი
25 სექტემბერი 2023 10:26
0
ხვიჩა თანდათან უმატებს.
გარსია გასაშვებია. სანიოლიც.
ILIA
24 სექტემბერი 2023 23:17
4
ნეაპოლში ფარული ომი მიდის ოსიმენი-კვარა გარსია-ლაურენტისის წინააღმდეგ . დე ლაურენტისი თუ ჯიბეზე ხელს არ გაიკრავს , ლიგაზეც ჯგუფში ჩარჩება , ოთხეულშიც ვერ შევა და ფასიც დაუვარდება სეზონის ბოლომდე ორივეს ! იმდენი ტვინი კი უნდა ჰქონდეს , რომ გადათვალოს 8 მილიონის გამო , რამდენ მილიონს დაკარგავს ! პლიუს გარსიას გაგდების კონპენსაციაც დაუმატოს ზემოდან კიდევ !
ATP 16
24 სექტემბერი 2023 22:55
2
ეს კაცი ფეხბურთის გაგებაში არ არის. ყველაზე აქტიური და საჭირო ფეხბურთელები შეცვალა. მცველები კვარაზე და ოსიმენზე იყვნენ მიჯაჭვული და წინ წასვლის ეშინოდათ. რაც ორივე მოედნიდან გავიდა, მას მერე მცველებიც წინ წავიდნენ აქტიურად. არაბეთში რონალდომ აგინა გარსიას... აქ კვარა და ოსიმენი აგინებს... და ხო ვიცი, ლაურენტისი ჟმოტი მაინც არ გაუშვებს სანამ ვინმე იაფიან მწვრათნელს არ ნახავს.
დინამო
24 სექტემბერი 2023 22:52
3
გარსია ნავსია. რეებს აკეთებს გაგებაში არაა და ამ დროს ის "მევახშე" ვერ ხედავს? შეცვლები ისეთი აქვს მოწინააღმდეგის წისქვილზე ასხამს წყალს! კვარას და ოსიმჰენის გამოცვლას არ ჯობდა აგისა, რომელიც ბრაზილიელ ვარსკვლავ სოკრატესს მარტო გარეგნობით გავს, გამოეცვალა?
ვაჟა მასწ.
24 სექტემბერი 2023 22:50
5
კი, ის ბერძენი ფილოსოფოსიც შავი იყო, ხუჭუჭა დრედები ეყარა დალალებად და ამპლუითაც შემტევი ნახევარმცველი იყო...
გივის
25 სექტემბერი 2023 01:06
2
სოკრატესი ლათინური სიტყვაა და შავს ნიშნავს
გივი
25 სექტემბერი 2023 00:15
2
ყველა გამოხმაურება
მიტომ შეცვალა კვარა რომ დაისვენოს სამ დღეში თამაში აქვთ.
soso
24 სექტემბერი 2023 22:49
14
ძაალიან სუბიეწტური საიტია, და არჩევით აქვეყნებთ კომენტარებს. საერდოთ სურვილი არ მაქვს თვქენ გადევნოთ თვალი.
ასწ
24 სექტემბერი 2023 22:47
7
და ვინმე გეხვეწება ოღონდ შენ გვადევნო თვალი?
Georgian
24 სექტემბერი 2023 23:17
3
გუნდს გოლის გატანა უნდოდა და მწვრთნელმა კვარაცხელია და ოსიმენი შეცვალა. რა უნდა ელაპარაკო. ამას ბონდო დილაბერიძეც კი არ გააკეთებდა.
ქუთაისი
24 სექტემბერი 2023 22:43
2
მართალი ხარ ქუთაისო. არადა, ბონდო დოლებერიძეს რობესპიერის ქუჩიდან მოთამაშეების აყვანაც არ შეეძლო და რა გუნდი დააყენა ადგილობრივი ფეხბურთელებისგან. ისე, ბესიკიც რომ ჰყოლოდა, ჩემპიონთა ლიგა ჯიბეში ექნებოდა.
ქუთაისს
24 სექტემბერი 2023 23:08
1
მე ერთი რამ აშკარად დავინახე და თუ აქამდე ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული ახლა მყარად მჯერა,რომ მხოლოდ ხვიჩას შეუძლია ნაპოლის ამოქოქვა და ჩემპიონის ორბიტაზე გაყვანა.
ეს შარშან გააკეთა და ჯერ დროა ახლაც გააკეთებს.
უყურეთ ხელახლა და ნახეთ, ორჯერ იყო ამ თამაშში ჩემპიონი ნაპოლი, რომ დავინახე. როგორ გაცოცხლდა ლობოტკა, განსაკუთრებით ანგისა და ყველა მოწესრიგდა უცბად. მერე ისევ ჩაქვრნენ.
ხვიჩას უჭირავს ჯადოსნური გასაღები და პრეზიდენტიც და გარსიაც მის ხელშია!!!
თენგო
24 სექტემბერი 2023 22:39
4
არადა ყველაზე მეტად დღეს მომეწონა კვარაცხელია!
სანდრო
24 სექტემბერი 2023 22:36
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული