ხვიჩას ძალისხმევით მოპოვებული პენალტი - "ნაპოლიმ" ისევ დაკარგა ქულები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მეხუთე ტურში, „ბოლონიასა“ და „ნაპოლის“ მატჩი 0:0 დასრულდა.

მატჩი სტუმართა შეტევებით დაიწყო, ოსიმენმა ბურთი ძელს გაარტყა, დამატებაზე კი კვარაცხელიამ ვერ უწია მიზანს. ხვიჩა უფრო უკანდახეულ პოზიციაზე თამაშობდა, დაცვას ხშირად ეხმარებოდა, შეტევაშიც აქტიურობა და ებიშერს ყვითელი ბარათი მიაღებინა. შემდეგ მის დარტყმულ ბურთს მეკარე სკორუპსკი დაეუფლა. მასპინძლები თავს უნარიანად იცავდნენ, მეტოქეს მომენტების შექმნის საშუალებას არ აძლევდნენ და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმი ბოლონიელებმა უკეთ დაიწყეს, კვარაცხელიამ მოწინააღმდეგის სწრაფი კონტრიერიში წესების დარღვევით შეაჩერა და ყვითელი ბარათი მიიღო. მერე „კვარამ“ თამაში
გაამწვავა, კარშიც დაარტყა, თუმცა მეკარემ მოიგერია. 70-ე წუთზე „კვარა“ საჯარიმოში შეიჭრა, ოსიმენს გადაცემა გაუკეთა, ბურთი ხელზე მცველს მოხვდა, პენალტი კი ვიქტორმა ვერ გამოიყენა. საპასუხო შეტევისას ზირზკეს გატანა „ნაპოლის“ მეკარე მერეტმა არ დაანება. 76-ე წუთზე ხვიჩა ელმასით შეცვალეს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ქართველი ურიგოდ არ ირჯებოდა და ნეაპოლელებს გამარჯვების მოპოვება სჭირდებოდათ, გარსიას გადაწყვეტილება უცნაური გახლდათ, მით უმეტეს მალე მოედნიდან ოსიმენიც გაიყვანა. შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა ვერაფრის შეცვლა ვერ მოახერხეს და საბოლოოდ - 0:0.

„ნაპოლიმ“ ზედიზედ მეორე შეხვედრა დაასრულა ფრედ, 8 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 27 სექტემბერს „უდინეზეს“ უმასპინძლებს.

ბოლონია. „რენატო დალ’არა“
ბოლონია - ნაპოლი 0:0

მკითხველის კომენტარები / 58 /
ვალერას

შენ სიტყვები შეარჩიე ჩვენიანის ხსენებისას თორემ მთელი ერი გაგლანძღავს და მერე გეწყინება. ერთხელ გითხარი და აგიხსენი.
jaagazz
24 სექტემბერი 2023 22:33
2
იმაში მართალი ხარ ,არ არის სწორი არანორმატიული ლექსიკით კაცის ხსენება,რა უბოროტოდაც არ უნდა იყოს ნათქვამი , მითუმეტეს ,ყველასათვის საყვარელი ადამიანის.არაფერი კაი მაგაში არაა.
მარა,ჩემი ხაალხისგან გასალანძღი საქციელი ღმერთმა ნუ ჩამადენიოს , წინა დღეს გამცხებია სული..))
ასახსნელი მიმოიხედე, უმცროსები მეიკითხე,შენ არ გეტყვი და ისე - ხედავს ღმერთი , გასალანძღი კაცი არ ვარ ,ნაღდად არ მიცხოვრია მასე 45 წლის კაცს.
ამხელა ვეფხისტყაოსანი იმიტომ დაგიწერე , ბიძია, დარწმუნებული ვარ , ახალგაზრდა ადამიანი ხარ და აწი გაითვალისწინე ნუ გამოედევნები ერთ სიტყვას სხვის დაწერილში, რომელშიც , სხვათაშორის, საქებარი სიტყვებიც წერია
ვალერი
25 სექტემბერი 2023 02:48
0
გარსია წადი და გაიყოლე შენი თანამემამულე სანიოლიც!!!!!!
სოსო
24 სექტემბერი 2023 22:31
4
ვინმემ უთხრას გარსიას ტყემალზე რომ ზის.დედა უტირა გუნდს.ასეთი მჟავი როჟის პატრონმა როგორ შეიძლება გუნდს შემოქმედებითი და ლამაზი ფეხბურთი ათამაშოს.
ენძო
24 სექტემბერი 2023 22:29
2
რატომ შეცვალა ხვიჩა ვერ მივხვდი? თამაშს ამწვავებდა, პენალის მოპოვებაში ლომის წვლილი შეიტანა, დაცვასაც მშვენივრად ეხმარებოდა და გაიყვანა მოთამაშე, რომელიც ყველაზე აქტიური და სასარგებლო იყო. დეგენერატია ეგ მწვრნთელი რაა, ხედვა არ აქვს საერთოდ, ერთი აქვს დაზეპირებული რომ დასვენებული მოთამაშე უნდა განოიყვანოს, მერე სათქმელი რომ ჰქონდეს ყველაფერი ვეცადეო, ვის ცვლის, ვინ ფორმაშია, ვინ დაიღალა და ა.შ. კიდია, რა ქნა ელმასმა ხვიჩაზე მეტი ან საერთოდ რა გააკეთა, ერთხელ მიიღო მგონი ბურთი.
ბექა90
24 სექტემბერი 2023 22:19
3
4 ჯერ დაარტყა გინდმა სულ ჩარჩოში, აქედან 2 დარტყმა ცვენიანის იყო, პენალი მოიპოვა, ხვანცალობდა რაც შეოზლებოდა წვალობდა..

საქმე იმაშია, ნაპოლია სლაბი გუნდი რა, არაა, ახლა ზელინსკი და ოლივეირა ძალიან ძლიერი ფეხბურთელები.
კაო მსოფლიო დონის ორი -სამი კაცი რო მისცა - ამუშავდება.
აბა , ახლა რასპადორი ზელინსკით ვერ იქნება ფავორიტი. ამ უკანასკნელი ჩურბანების ფონზე ჩვენიც გამოს..რდა საგრძნობლად. თუმცა, საკმარისია მეტი ძლიერი პარტნიორები გაუჩნდეს - დარწმუნებული ვარ , შარშანდელივით ეფექტური გახდება
ვალერი
24 სექტემბერი 2023 22:16
26
სახლში რო გზრდიან ამ ახალგაზრდებს მარტო საიმაღლეში, ცოტა ზრდილობა და კულტურაც შემოგაშველონ. ახლო მახლო თქვენთან არავინაა ისეთი ვინც ჭკუას დაგარიგებთ? წადით კითხეთ 90 იანებზე, აქვე იყო 90 იანები. თქვენნაირად კლავიატურაზე არ გვიცვდებოდა თითები მაგ დროს და გონება არ გვქონდა სავსე ინფორმაციული ნაგვით. დაწერილიდან შინაარსი ვერ გამოგაქვთ , გავა 20 წელი და მომავლიდან ვიღაც თქვენზე ჭკუათხელი მოგაძახებთ ეს 2010 იანი ,,ლუზერებიო" თუ იმასაც არ მიყვა ჭკუა და გონება.
თორელი
25 სექტემბერი 2023 08:10
0
ვიღაც ორ გაუთლელ ახალგაზრდას ჩემი , ასე ვთქვად, ქართული არ მოეწონა.
მოგმართავთ, ახალგაზრდებო , საერთოდ მართლწერის უნარ ჩვევები გაცილებით მეტია , ვიდრე სმაილების ტყაპუნი.
ნაფტალინიდან გამოტანილი მართლა ქე იქბები, ბიძია, დიდი სიყვარულით მოგიკითხეთ, როგორც კი თქვენს მიერ კრიტიკულ შენიშვნას გავეცანი.
იმ 90 - ში რომ გეცხოვრა , ყმაწვილო , მასეთი გრძელი ენა ( ხელი ) კი არ გექნებოდა.
P. S.ქართულის ენის ჩემი ( და არა - ჩემი ქართულის) მასწავლებელი , სამწუხაროდ,დიდი ხნის წინ გარდაცვლილია. შენსას რაც შეეხება - ახლა უნდა იკლავდეს თავს შენი შემხედვარე
ვალერი
25 სექტემბერი 2023 00:59
0
ყველა გამოხმაურება
წესით გარსიამ მალე უნდა დატოვოს ნაპოლი ! რაც შეიძლება
123
24 სექტემბერი 2023 22:13
4
ეგ გარსია არის 100% ავადმყოფი. გუნდს სულ 5 კარში დარტყმა ჰქონდა 3 ხვიჩასი იყო კრიტიკულ მომენტში პენალტი აიკიდა და ოსიმენმა გააფუჭა. 5 წუთში მაინც ხვიჩას ცვლის.არ ვიცი ეგ კაცი აიქსის მწვრთვნელის არ იყოს საკუთარი თავის მტერია და პანჩურით გააგდებენ ორივეს.
giorgi
24 სექტემბერი 2023 22:13
3
ამ სეზონში ყველაზე კარგად დღეს ითამაშა კვარამ და მისი თამაშიდან გაყვანა არასწორი გადაწყვეტილება იყო.
ყოჩაღ, კვარა!
24 სექტემბერი 2023 22:11
5
ამ გარსიას ცოტა ხუარ ძმარავს?ვინ შემოკავს უკეთესი?ოსიმენს მეტი დაფიქრება
მართEბს.არასწორად მოიქცა)))წინა სეზონში 10 გოლი შEაგდებინა მინიმუმ,უნდა დაეთMო.რაც გაიკვანეს
ერთი ნორმალური შEტევა არ გაუკეთEბიათ.მიდი ხVიჩა შEუბერე შEხვალ ფორმაშI
და დედასუტირებ როგორც წინა წელს:*
milano17
24 სექტემბერი 2023 22:07
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული