სერია A-ს მეხუთე ტურში, „ბოლონიასა“ და „ნაპოლის“ მატჩი 0:0 დასრულდა.
მატჩი სტუმართა შეტევებით დაიწყო, ოსიმენმა ბურთი ძელს გაარტყა, დამატებაზე კი კვარაცხელიამ ვერ უწია მიზანს. ხვიჩა უფრო უკანდახეულ პოზიციაზე თამაშობდა, დაცვას ხშირად ეხმარებოდა, შეტევაშიც აქტიურობა და ებიშერს ყვითელი ბარათი მიაღებინა. შემდეგ მის დარტყმულ ბურთს მეკარე სკორუპსკი დაეუფლა. მასპინძლები თავს უნარიანად იცავდნენ, მეტოქეს მომენტების შექმნის საშუალებას არ აძლევდნენ და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
მეორე ტაიმი ბოლონიელებმა უკეთ დაიწყეს, კვარაცხელიამ მოწინააღმდეგის სწრაფი კონტრიერიში წესების დარღვევით შეაჩერა და ყვითელი ბარათი მიიღო. მერე „კვარამ“ თამაში გაამწვავა, კარშიც დაარტყა, თუმცა მეკარემ მოიგერია. 70-ე წუთზე „კვარა“ საჯარიმოში შეიჭრა, ოსიმენს გადაცემა გაუკეთა, ბურთი ხელზე მცველს მოხვდა, პენალტი კი ვიქტორმა ვერ გამოიყენა. საპასუხო შეტევისას ზირზკეს გატანა „ნაპოლის“ მეკარე მერეტმა არ დაანება. 76-ე წუთზე ხვიჩა ელმასით შეცვალეს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ქართველი ურიგოდ არ ირჯებოდა და ნეაპოლელებს გამარჯვების მოპოვება სჭირდებოდათ, გარსიას გადაწყვეტილება უცნაური გახლდათ, მით უმეტეს მალე მოედნიდან ოსიმენიც გაიყვანა. შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა ვერაფრის შეცვლა ვერ მოახერხეს და საბოლოოდ - 0:0.
„ნაპოლიმ“ ზედიზედ მეორე შეხვედრა დაასრულა ფრედ, 8 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 27 სექტემბერს „უდინეზეს“ უმასპინძლებს.
ბოლონია. „რენატო დალ’არა“
ბოლონია - ნაპოლი 0:0
შენ სიტყვები შეარჩიე ჩვენიანის ხსენებისას თორემ მთელი ერი გაგლანძღავს და მერე გეწყინება. ერთხელ გითხარი და აგიხსენი.
მარა,ჩემი ხაალხისგან გასალანძღი საქციელი ღმერთმა ნუ ჩამადენიოს , წინა დღეს გამცხებია სული..))
ასახსნელი მიმოიხედე, უმცროსები მეიკითხე,შენ არ გეტყვი და ისე - ხედავს ღმერთი , გასალანძღი კაცი არ ვარ ,ნაღდად არ მიცხოვრია მასე 45 წლის კაცს.
ამხელა ვეფხისტყაოსანი იმიტომ დაგიწერე , ბიძია, დარწმუნებული ვარ , ახალგაზრდა ადამიანი ხარ და აწი გაითვალისწინე ნუ გამოედევნები ერთ სიტყვას სხვის დაწერილში, რომელშიც , სხვათაშორის, საქებარი სიტყვებიც წერია