ხვიჩას ძალისხმევით მოპოვებული პენალტი - "ნაპოლიმ" ისევ დაკარგა ქულები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მეხუთე ტურში, „ბოლონიასა“ და „ნაპოლის“ მატჩი 0:0 დასრულდა.

მატჩი სტუმართა შეტევებით დაიწყო, ოსიმენმა ბურთი ძელს გაარტყა, დამატებაზე კი კვარაცხელიამ ვერ უწია მიზანს. ხვიჩა უფრო უკანდახეულ პოზიციაზე თამაშობდა, დაცვას ხშირად ეხმარებოდა, შეტევაშიც აქტიურობა და ებიშერს ყვითელი ბარათი მიაღებინა. შემდეგ მის დარტყმულ ბურთს მეკარე სკორუპსკი დაეუფლა. მასპინძლები თავს უნარიანად იცავდნენ, მეტოქეს მომენტების შექმნის საშუალებას არ აძლევდნენ და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმი ბოლონიელებმა უკეთ დაიწყეს, კვარაცხელიამ მოწინააღმდეგის სწრაფი კონტრიერიში წესების დარღვევით შეაჩერა და ყვითელი ბარათი მიიღო. მერე „კვარამ“ თამაში
გაამწვავა, კარშიც დაარტყა, თუმცა მეკარემ მოიგერია. 70-ე წუთზე „კვარა“ საჯარიმოში შეიჭრა, ოსიმენს გადაცემა გაუკეთა, ბურთი ხელზე მცველს მოხვდა, პენალტი კი ვიქტორმა ვერ გამოიყენა. საპასუხო შეტევისას ზირზკეს გატანა „ნაპოლის“ მეკარე მერეტმა არ დაანება. 76-ე წუთზე ხვიჩა ელმასით შეცვალეს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ქართველი ურიგოდ არ ირჯებოდა და ნეაპოლელებს გამარჯვების მოპოვება სჭირდებოდათ, გარსიას გადაწყვეტილება უცნაური გახლდათ, მით უმეტეს მალე მოედნიდან ოსიმენიც გაიყვანა. შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა ვერაფრის შეცვლა ვერ მოახერხეს და საბოლოოდ - 0:0.

„ნაპოლიმ“ ზედიზედ მეორე შეხვედრა დაასრულა ფრედ, 8 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 27 სექტემბერს „უდინეზეს“ უმასპინძლებს.

ბოლონია. „რენატო დალ’არა“
ბოლონია - ნაპოლი 0:0

მკითხველის კომენტარები / 58 /
რატომ შეცვალა ხვიჩა ვერ მივხვდი? თამაშს ამწვავებდა, პენალის მოპოვებაში ლომის წვლილი შეიტანა, დაცვასაც მშვენივრად ეხმარებოდა და გაიყვანა მოთამაშე, რომელიც ყველაზე აქტიური და სასარგებლო იყო. დეგენერატია ეგ მწვრნთელი რაა, ხედვა არ აქვს საერთოდ, ერთი აქვს დაზეპირებული რომ დასვენებული მოთამაშე უნდა განოიყვანოს, მერე სათქმელი რომ ჰქონდეს ყველაფერი ვეცადეო, ვის ცვლის, ვინ ფორმაშია, ვინ დაიღალა და ა.შ. კიდია, რა ქნა ელმასმა ხვიჩაზე მეტი ან საერთოდ რა გააკეთა, ერთხელ მიიღო მგონი ბურთი.
ბექა90
24 სექტემბერი 2023 22:19
3
ამ სეზონში ყველაზე კარგად დღეს ითამაშა კვარამ და მისი თამაშიდან გაყვანა არასწორი გადაწყვეტილება იყო.
ყოჩაღ, კვარა!
24 სექტემბერი 2023 22:11
5
წესით გარსიამ მალე უნდა დატოვოს ნაპოლი ! რაც შეიძლება
123
24 სექტემბერი 2023 22:13
4
ეგ გარსია არის 100% ავადმყოფი. გუნდს სულ 5 კარში დარტყმა ჰქონდა 3 ხვიჩასი იყო კრიტიკულ მომენტში პენალტი აიკიდა და ოსიმენმა გააფუჭა. 5 წუთში მაინც ხვიჩას ცვლის.არ ვიცი ეგ კაცი აიქსის მწვრთვნელის არ იყოს საკუთარი თავის მტერია და პანჩურით გააგდებენ ორივეს.
giorgi
24 სექტემბერი 2023 22:13
3
ამ გარსიას ცოტა ხუარ ძმარავს?ვინ შემოკავს უკეთესი?ოსიმენს მეტი დაფიქრება
მართEბს.არასწორად მოიქცა)))წინა სეზონში 10 გოლი შEაგდებინა მინიმუმ,უნდა დაეთMო.რაც გაიკვანეს
ერთი ნორმალური შEტევა არ გაუკეთEბიათ.მიდი ხVიჩა შEუბერე შEხვალ ფორმაშI
და დედასუტირებ როგორც წინა წელს:*
milano17
24 სექტემბერი 2023 22:07
3
ნეაპოლში ფარული ომი მიდის ოსიმენი-კვარა გარსია-ლაურენტისის წინააღმდეგ . დე ლაურენტისი თუ ჯიბეზე ხელს არ გაიკრავს , ლიგაზეც ჯგუფში ჩარჩება , ოთხეულშიც ვერ შევა და ფასიც დაუვარდება სეზონის ბოლომდე ორივეს ! იმდენი ტვინი კი უნდა ჰქონდეს , რომ გადათვალოს 8 მილიონის გამო , რამდენ მილიონს დაკარგავს ! პლიუს გარსიას გაგდების კონპენსაციაც დაუმატოს ზემოდან კიდევ !
ATP 16
24 სექტემბერი 2023 22:55
2
ეს კაცი ფეხბურთის გაგებაში არ არის. ყველაზე აქტიური და საჭირო ფეხბურთელები შეცვალა. მცველები კვარაზე და ოსიმენზე იყვნენ მიჯაჭვული და წინ წასვლის ეშინოდათ. რაც ორივე მოედნიდან გავიდა, მას მერე მცველებიც წინ წავიდნენ აქტიურად. არაბეთში რონალდომ აგინა გარსიას... აქ კვარა და ოსიმენი აგინებს... და ხო ვიცი, ლაურენტისი ჟმოტი მაინც არ გაუშვებს სანამ ვინმე იაფიან მწვრათნელს არ ნახავს.
დინამო
24 სექტემბერი 2023 22:52
3
გუნდს გოლის გატანა უნდოდა და მწვრთნელმა კვარაცხელია და ოსიმენი შეცვალა. რა უნდა ელაპარაკო. ამას ბონდო დილაბერიძეც კი არ გააკეთებდა.
ქუთაისი
24 სექტემბერი 2023 22:43
2
მართალი ხარ ქუთაისო. არადა, ბონდო დოლებერიძეს რობესპიერის ქუჩიდან მოთამაშეების აყვანაც არ შეეძლო და რა გუნდი დააყენა ადგილობრივი ფეხბურთელებისგან. ისე, ბესიკიც რომ ჰყოლოდა, ჩემპიონთა ლიგა ჯიბეში ექნებოდა.
ქუთაისს
24 სექტემბერი 2023 23:08
1
დღეს უკეთესი იყო კვარა და იმედია შემდგომ მატჩებში თავის რეალურ კონდიციებს დაუბრუნდება. საგანგაშო არაფერია, ნაპოლი ისევ აკრიფავს ჩვენებურთან ერთად.
ფეხბურთი
25 სექტემბერი 2023 02:12
4
თითქმის ყველა კომენტარი წავიკითხე და არც ერათი არ ვარაუდობს ხელფასის არ მომატებამ თუ შეიძლება რო გული გაგიტეხოს და იმ ჟილკით ვეღარ ითამაშო, კვარას რო აქ ხელფასი იტალიაში, სერია A ს აღმიჩენას და წინა სეზონის საუკეთესოს მგონი ინგლისის მესამე ლიგაში თუ აქვთ წელიწადში მაგდენი. არც ოსიმენს,ლობოტკას,ანგისას და ზელენსკის არ მოუმატა და რა გასაკვირია რომ ბიჭები იმ გულით ვეღარ თამაშობენ. ლაურენტისი იტალიის ყველა დროის უძუნწესი ადამიანია და იქნებ დროზე უშველო ხვიჩა თავს. შენი სახელი ნაპოლის ისტორიაში ოქროს ასოებით უკვე ჩაიწერა და ყველას ემახსოვრება ნეაპოლში.. ერთ რჩევას მოგცემ, რეალთნ მოინდომე ძალიან, იქნებ ცოტა დაიკლო და შენებურათ იფრინე რო შენი წაყვანა გრანდებმა არ გადაიფიქრონ,რალთან მატჩს ყველა გამადიდებელი შუშით დააკვირდება შენ თამაშს და აბა შენ იცი. უფალი გფარავდეს ძმაო.
კახა
25 სექტემბერი 2023 01:16
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული