სერია A-ს მეხუთე ტურში, „ბოლონიასა“ და „ნაპოლის“ მატჩი 0:0 დასრულდა.
მატჩი სტუმართა შეტევებით დაიწყო, ოსიმენმა ბურთი ძელს გაარტყა, დამატებაზე კი კვარაცხელიამ ვერ უწია მიზანს. ხვიჩა უფრო უკანდახეულ პოზიციაზე თამაშობდა, დაცვას ხშირად ეხმარებოდა, შეტევაშიც აქტიურობა და ებიშერს ყვითელი ბარათი მიაღებინა. შემდეგ მის დარტყმულ ბურთს მეკარე სკორუპსკი დაეუფლა. მასპინძლები თავს უნარიანად იცავდნენ, მეტოქეს მომენტების შექმნის საშუალებას არ აძლევდნენ და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
მეორე ტაიმი ბოლონიელებმა უკეთ დაიწყეს, კვარაცხელიამ მოწინააღმდეგის სწრაფი კონტრიერიში წესების დარღვევით შეაჩერა და ყვითელი ბარათი მიიღო. მერე „კვარამ“ თამაში გაამწვავა, კარშიც დაარტყა, თუმცა მეკარემ მოიგერია. 70-ე წუთზე „კვარა“ საჯარიმოში შეიჭრა, ოსიმენს გადაცემა გაუკეთა, ბურთი ხელზე მცველს მოხვდა, პენალტი კი ვიქტორმა ვერ გამოიყენა. საპასუხო შეტევისას ზირზკეს გატანა „ნაპოლის“ მეკარე მერეტმა არ დაანება. 76-ე წუთზე ხვიჩა ელმასით შეცვალეს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ქართველი ურიგოდ არ ირჯებოდა და ნეაპოლელებს გამარჯვების მოპოვება სჭირდებოდათ, გარსიას გადაწყვეტილება უცნაური გახლდათ, მით უმეტეს მალე მოედნიდან ოსიმენიც გაიყვანა. შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა ვერაფრის შეცვლა ვერ მოახერხეს და საბოლოოდ - 0:0.
„ნაპოლიმ“ ზედიზედ მეორე შეხვედრა დაასრულა ფრედ, 8 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 27 სექტემბერს „უდინეზეს“ უმასპინძლებს.
ბოლონია. „რენატო დალ’არა“
ბოლონია - ნაპოლი 0:0
შარშანდელი ხვიჩა პირიქით, ბურთს რომ მიიღებდა, არ ქონდა მნიშვნელობა წინ ვინ ხვდებოდა მაინც წინ მიბროდა, ნაპრალებს ეძებდა.
ეს საფეხბურთო თავხედობა აღარ აქვს თითქოს, მომატებული მასის გამო შენელებული რომ არის ალბათ საკუთარ თავს პირველ რიგში თვითონ ატყობს და აღარ რისკავს, საკუთარ თავზე ბევრს აღარ იღებს.
თვითონ ნაპოლიც საკუთარი თავის აჩრდილია. მისი ბურთის ფლობა და კონტროლი სადღაც გაქრა. ამიტომ ხვიჩამ უფრო და უფრო გამალებით უნდა ივარჯიშოს მთავარია ეს წონა დაიგდოს და ის ისევ იფრენს. არაფერი ფსიქოლოგიური ფაქტორი ბრალი ეს ჩავარდნა არ არის ეს წონის ბრალია უნდა იმ დრიბლინგზე წასვლა მარა წონა/ტანი არ უშვებს. უნდა მოიკლოს ასე 6-7 კილო და უფრო აფარფატებული წონით ელასტიურობა, სისხარტე როცა მოიმატებს მაშინ ის ისევ დაადუღებს აპენინებზე მის წინააღმდეგ გამოსულ მცველებს და დარწმუნებული ვარ ხვიჩა აკრიფავს იმ ფორმას რაც შარშან ქონდა უბრალოდ როგორც ჩანს ამ ზაფხულს ბევრი იზარმაცა "შვებულებაში" და ფორმის აკრეფა ვეღარ მოასწრო ამ სეზონის სტარტზე და ჩემის აზრით იმ ძველი ხვიჩას ხილვას აპენინის მწვანე მინდვრებზე ასე მეათე ტურიდან უნდა ველოდეთ. კლასი ასე ჰაერზე არ იკარგება მეგობრებო ეს ყველა საფეხბურთო კანონს ეწინააღმდეგება. უბრალოდ წონის კლება ჭირდება რაც პირდაპირ ნიშნავს სისხარტის/ელასტიურობის დაბრუნებას და ხვიჩა ისევ გაიბრწყინებს ნუ დაპანიკდებით ბევრი სტრესშია მისი ამ უგოლო სერიის და ზოგადად ამ ბოლო პერიოდში მისი დაცემული სათამაშო ხარისხის გამო მაგრამ ნუ გეშინიათ ყველაფერი ისე იქნება როგორც ზემოთ დავწერე და ხვიჩა უამრავჯერ გაახარებს საქართველოს და უფრო მრავალფეროვნად გაგვიფერადებს ქართველებს ცხოვრებას ვიდრე ამას წინა სეზონში პერმანენტულად ტურიდან ტურში "გვანებივრებდა".
გარსია გასაშვებია. სანიოლიც.
ეს შარშან გააკეთა და ჯერ დროა ახლაც გააკეთებს.
უყურეთ ხელახლა და ნახეთ, ორჯერ იყო ამ თამაშში ჩემპიონი ნაპოლი, რომ დავინახე. როგორ გაცოცხლდა ლობოტკა, განსაკუთრებით ანგისა და ყველა მოწესრიგდა უცბად. მერე ისევ ჩაქვრნენ.
ხვიჩას უჭირავს ჯადოსნური გასაღები და პრეზიდენტიც და გარსიაც მის ხელშია!!!