ხვიჩას ძალისხმევით მოპოვებული პენალტი - "ნაპოლიმ" ისევ დაკარგა ქულები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მეხუთე ტურში, „ბოლონიასა“ და „ნაპოლის“ მატჩი 0:0 დასრულდა.

მატჩი სტუმართა შეტევებით დაიწყო, ოსიმენმა ბურთი ძელს გაარტყა, დამატებაზე კი კვარაცხელიამ ვერ უწია მიზანს. ხვიჩა უფრო უკანდახეულ პოზიციაზე თამაშობდა, დაცვას ხშირად ეხმარებოდა, შეტევაშიც აქტიურობა და ებიშერს ყვითელი ბარათი მიაღებინა. შემდეგ მის დარტყმულ ბურთს მეკარე სკორუპსკი დაეუფლა. მასპინძლები თავს უნარიანად იცავდნენ, მეტოქეს მომენტების შექმნის საშუალებას არ აძლევდნენ და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმი ბოლონიელებმა უკეთ დაიწყეს, კვარაცხელიამ მოწინააღმდეგის სწრაფი კონტრიერიში წესების დარღვევით შეაჩერა და ყვითელი ბარათი მიიღო. მერე „კვარამ“ თამაში
გაამწვავა, კარშიც დაარტყა, თუმცა მეკარემ მოიგერია. 70-ე წუთზე „კვარა“ საჯარიმოში შეიჭრა, ოსიმენს გადაცემა გაუკეთა, ბურთი ხელზე მცველს მოხვდა, პენალტი კი ვიქტორმა ვერ გამოიყენა. საპასუხო შეტევისას ზირზკეს გატანა „ნაპოლის“ მეკარე მერეტმა არ დაანება. 76-ე წუთზე ხვიჩა ელმასით შეცვალეს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ქართველი ურიგოდ არ ირჯებოდა და ნეაპოლელებს გამარჯვების მოპოვება სჭირდებოდათ, გარსიას გადაწყვეტილება უცნაური გახლდათ, მით უმეტეს მალე მოედნიდან ოსიმენიც გაიყვანა. შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა ვერაფრის შეცვლა ვერ მოახერხეს და საბოლოოდ - 0:0.

„ნაპოლიმ“ ზედიზედ მეორე შეხვედრა დაასრულა ფრედ, 8 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 27 სექტემბერს „უდინეზეს“ უმასპინძლებს.

ბოლონია. „რენატო დალ’არა“
ბოლონია - ნაპოლი 0:0

მკითხველის კომენტარები / 58 /
თითქმის ყველა კომენტარი წავიკითხე და არც ერათი არ ვარაუდობს ხელფასის არ მომატებამ თუ შეიძლება რო გული გაგიტეხოს და იმ ჟილკით ვეღარ ითამაშო, კვარას რო აქ ხელფასი იტალიაში, სერია A ს აღმიჩენას და წინა სეზონის საუკეთესოს მგონი ინგლისის მესამე ლიგაში თუ აქვთ წელიწადში მაგდენი. არც ოსიმენს,ლობოტკას,ანგისას და ზელენსკის არ მოუმატა და რა გასაკვირია რომ ბიჭები იმ გულით ვეღარ თამაშობენ. ლაურენტისი იტალიის ყველა დროის უძუნწესი ადამიანია და იქნებ დროზე უშველო ხვიჩა თავს. შენი სახელი ნაპოლის ისტორიაში ოქროს ასოებით უკვე ჩაიწერა და ყველას ემახსოვრება ნეაპოლში.. ერთ რჩევას მოგცემ, რეალთნ მოინდომე ძალიან, იქნებ ცოტა დაიკლო და შენებურათ იფრინე რო შენი წაყვანა გრანდებმა არ გადაიფიქრონ,რალთან მატჩს ყველა გამადიდებელი შუშით დააკვირდება შენ თამაშს და აბა შენ იცი. უფალი გფარავდეს ძმაო.
კახა
25 სექტემბერი 2023 01:16
5
ნაპოლის ბლოგერებს ვუყურებ. ტიპები ყვირიან, კივიან და ბოლოს ხმას რო კარგავენ ხავიან.... აღარ გვინდა გარსია, ბასტა ბასტაო იძახიან. გუნდს გოლი აქვს გასატანი და კვარას და ოსიმენს ცვლის ეს ყ... ესაო.
მოკლედ მთელი ნეაპოლი ერთ ჭკუაზეა - ნახუი გარსია!!!
მდააა...
25 სექტემბერი 2023 01:03
3
პირველი - ცოდოა ისეთი კაცი ვისაც იუმორი არ ესმის. მეორე - ანგისა სოკრატესს ტანით, წვერებით და სირბილის მანერით გავს. დდდ - სი არ ვიცი, მაგრამ მეგრული კატაც კი ნიჭიერი უნდა იყოს. ახლა მონახეთ სოკრატესის თამაშების ჩანაწერი, ნახეთ და ისე დაიძინეთ, მხოლოდ კარგად დაიფარეთ - სიზმარში ანგისა არ დაგესიზმროთ!
ვაჟა მასწ.
25 სექტემბერი 2023 00:35
11
სპალეტისაც შეუცვლია და არ ატრაკებდა ხოლმე... მარა აქ მარტო შეცვლაზე არაა ამბავი, ტიპი მატრაკვეცობს ამ შეცვლებით, თან ჟურნალისტებთან რაღაც სისულელეებით აპრავებს, თან ცდილობს ყველას დაანახოს რომ ვინაა აქ ბოსი და რაღაცნაირი ვაზელ8ნა ტიპია, მენტალურ მწვრთნელადაც არ გამოდგება, არც ტაქტიკურად და გუნდშიც ქაოსია... ერთ მომენტში ანგისა დაცვაში ჩამოყვა ბოლომდე ბურთს და მეკარემ არ მისცა პასი და ამან ხელი აიქნია... რაღაცა ძაან არაჯანსაღი გარემოა გუნდში და სულ რო მართლა გუარდიოლასავით იყოს, ასე თუ გაგრძელდა აუცილებელი იქნება მისი შეცვლა... ეხლა საქმე ისაა, ცოტა დრო უნდა მიცე მაინც, მარა არც იმდენი რო სეზონი სრულად ჩავარდეს, რისკი საკმაოდ დიდია
რა მაფიაა?
25 სექტემბერი 2023 00:22
2
კუნთები სტკიოდაო კვარასო და მაგიტო შევცვალეოოო.
არანაირი ჯიბრში ჩადგომა არ არსებობს. გვეჩვენება
!!
25 სექტემბერი 2023 00:55
8
გარსიას მარტო მე ვაგინებ თუნაქაც ხართ ეგეთი ხალხი?? იმენა გაუხირა რა ბიჭს. იმ თამაშებში სადაც საუკეთესოა მინდორზე მაინცდამაინც მანდ ცვლის, ბრუციანია მგონი და სხვა გონია, ან ძაან დებილია!!! არაფერი ეშველება ამ გუნდს ასეთი ჩლუნგი მწვრთნელით, ან სად მონახეს საერთოდ. ტიპს ერთი ტიტული აქ მოპოვებული, საფრანგეთის ჩემპიონატი მოიგო პირველი მსოფლიო ომის დროს
მურთო
25 სექტემბერი 2023 00:09
2
ყველა ერთხმად 100%
სვანსკი
25 სექტემბერი 2023 10:38
0
არ ვიცი, შეიძლება მეჩვენება, მაგრამ მე მგონი თამაშიდან თამაშამდე უმატებს კვარა, პატარა იღბალიც უნდა
giorgi 3
25 სექტემბერი 2023 00:06
1
რა ფეხბურთსაც წელს ნაპოლი თამაშობს ოთხეულიც სანატრელი გაუხდებათ
მამუკა
25 სექტემბერი 2023 00:05
1
კი აქტიურები იყვნენ კვარაცხელიაც და ოსიმენიც, მაგრამ მოდი ვთქვათ ობიექტურად არ გაემტყუნება მწვრთნელს მაგათი გაყვანა. სიმეონე არაა ცუდი ფეხბურთელი და უნდა მიეცეს შანსი.
სხვა საქმეა რომ მარტო ცვლილებები არ უშველის თუ ტაქტიკური გადასხვაფერება არ მოხდა. აქ კი დიდი ჩავარდნაა - გუნდი ფაქტია სწორხაზოვნად თამაშობს. საბოლოო ჯამში კარგი, მოაზროვნე მწვრთნელი უნდა ნაპოლის კლოპი/გვარდიოლას გაქანების თუ წარმატება უნდათ.
gogi
24 სექტემბერი 2023 23:31
13
არაა მთლად მასეც საქმე. იგივე წინა სეზონში სიმეონეს გოლები არ გვახსოვს, განსაკუთრებით რომასთან თამაშის ბოლოს? შევლაზე შესულ ელმასსაც ბევრჯერ უყოჩაღია ადრე.
გარსიაზე ყველა ვთანხმდებით რომ სუსტია, მაგრამ მწვრთნელის ვალია რომ ცვლილები სცადოს თუ შედეგი არაა, მაგრამ არ გამოდის მაგ კაცს სამწუხაროდ არც ცვლილებები.
სპალეტის გუნდს უკვე ტყობოდა ბოლოში პრობლემები, კარგი მწვრთნელი ჭირდებოდა მათ მოგვარებას და არა ასეთი
gogi
25 სექტემბერი 2023 00:44
2
გოგი ბატონო, გუნდი საცდელი მეურნეობა არ არის, რომ ეგეთ მომენტში ცდები ატარო. 2:0-ზე, 3:0-ზე და ა.შ. სიმეონე კი არა დამლაგებელიც შეიყვანოს თუ უნდა. რა ქნა დღეს? სეია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი მეორე ნახევარმცველით შეცვალა და საუკეთესო თვდამსხმელი სხვა თავდამსხმელით. რატო შეცვალა? ხვიჩა და ოსიმენი ცუდები იყვნენ? ცუდად ითმაშეს? ვინც გამოვიდნენ ისინი უკეთესები არიან პოტენციალით ამათზე? თუ უკეტესები არიან სკამზე რატომ ეჯდა მანამდე? ტიპს რაღაც უნდა გაეძლიერებინა და რა გააძლიერა? თავდასხმა? რითი, სიმეონეთი ოსიმენის მაგივრად? თუ ეშინოდა და ფრე აწყობდა რაც იყო ის უნდა დაეტოვებინა, თუ მოგება უნდოდა მაგალითად დაცვის ან ნახევარდაცვის ხარჯზე შეტევა უნდა გაეძლიარებინა, ვთქვათ მცველის მაგივრად თავდამსხმელი შემოეყვანა, ოსიმენთან ერთად სიმეონე დაემატებინა და ა.შ.
გარსიამ რა ქნა ვინმემ აგვიხსნას რა. ვინმე მცოდნემ.
gogi-ის
25 სექტემბერი 2023 00:26
1
გარსიას რომ ჰკითხო, დაიღალა და ელმასიც ხომ უნდა ვათამაშოო, გეტყვის... ვერ ხვდება, ან არ უნდა მიხვდეს, რომ დაღლილი ხვიჩა წინაც და უკანაც სჯობს ქორფა ელმასს, თორემ ამ ეტაპზე ხვიჩას მაქსიმუმი 60-70 წუთია... სხვათაშორის, ჯვარი სწერია და მაგ დროს ტრავმის ალბათობაც ერთი-ორად იზრდება... იქნებ, საიტის ადმინისტრაციამ გაითვალისწინოს და მოთამაშეების სტატისტიკაც გამოაქვეყნოს ხოლმე, ბევრ რამეზე უფრო ობიექტური ხედვა გვექნება...
ვოოტ
24 სექტემბერი 2023 23:24
2
ხვიჩა დღეს ძალიანაც კარგი იყო. განსაკუთრებით ბოლოსკენ მოუმატა და სწორედ მაშინ შეცვალა გარსიამ. საერთოდ ნაპოლის რომ წელს გაუჭირდებოდა ეს ლოგიკური იყო. ნაპოლი გრანდი არაა და ისეთი ზეწარმატებული სეზონის შემდეგ მაგ ტიპის გუნდებს ჩავარდნა აქვთ ხოლმე.ამას ემატება ისიც რომ გარსია ისეთი მწვრთნელია აი თავში რომ ბლომად ტარაკნები ყავს ხოლმე. ლობოტკასთვის წამყვანი როლის ჩამორთმევა ნახევარდაცვაში, უაზრო ახირება რომ საჭიროა თუ არა, მაქსიმალურად უნდა მიეცეთ დრო თადარიგის ხალხს, კიდევ რაღაც საეჭვო გადაწყვეტილებები... მოკლედ გასაკვირი არაა რაც ხდება.რაც შეეხება კვარას. კვარა ყველაზე კარგი იყო გუნდში დღეს. წინა თამაშებშიც სხვების ფონზე ერთერთი საუკეთესო. კიდევ მოუმატებს , ამაში დარწმუნებული ვარ, დროის ამბავია მხოლოდ.მშვიდად უნდა გააგრძელოს თამაშიც და შრომაც და ყველაფერი მოვა. თან ის ზედმეტი ისტერიკა და ეგზალტაციაც რაც მის გარშემო იყო ატეხილი, ცოტა ჩაცხრა, ქართული დროშებით ნეაპოლის ქუჩებში სირბილი და ტურჯგუფების იქ ჩასვლა შეწყდასავით. ისე ის ხალხი თუ საგულშემატკივროდ ჩადიოდა იქ, ახლა რატომ აღარ ჩადის, ახლა ხომ უფრო ჭირდება გულშემატკივრობა, არა?
არტ
24 სექტემბერი 2023 23:23
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული