"კვარას" მაღალი შეფასება და შეცვლების გამო გულშემატკივრების უკმაყოფილება

AutoSharing Option
სერია A-ს მეხუთე ტურში, „ბოლონიასთან" ფრედ დასრულებულ მატჩში (0:0), "ნაპოლის" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ 76-ე წუთამდე ითამაშა და მაღალი შეფასებები დაიმსახურა.

კვარაცხელიას Whoscored-მა 7.3 ქულა დაუწერა და ეს მასპინძელთა გუნდის მეკარის ლუკაშ სკორუპსკის შემდეგ (7.6) ყველაზე მაღალი შეფასებაა. ხვიჩამ Sofascore-სგან 7.1, ხოლო flashscore-სგან 7.4 ქულა დაიმსახურა.

spazionapoli აღნიშნავს, რომ "კვარასა" და ვიქტორ ოსიმენის შეცვლა არასწორი იყო და ამის გამო ბოლონიაში ჩასულმა რამდენიმე ათასმა ნეაპოლელმა გულშემატკივარმა მწვრთნელ რუდი გარსიას უსტვინა.

Sportall.Ge

გამოცემა წერს, რომ ქომაგებმა უკმაყოფილება გამოხატეს, რადგან ფრანგმა სპეციალისტმა მოედნიდან ორი ყველაზე
მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გაიყვანა და ეს იმ დროს, როდესაც გოლის გატანა სჭირდებოდათ. ქართველმა ამჯერად უკმაყოფილება არ გამოხატა, ნიგერიელმა კი იმედგაცრუება ვერ დამალა.

მკითხველის კომენტარები / 21 /
ფეხბურთის არ მცოდნე
ვერ შეამჩნევს, ყოველ თამაშში როგორ უმატებს კვარა!
თენგო
09:06 26-09-2023
0
არაჯანსაღი სიტუაციაა გუნდში. ვფიქრობ ფეხბურთელებიც ვერ იტანენ გარსიას. სპალეტიც რომ ყოფილიყო წელს შეიძლება ვერც გამხდარიყო ნაპოლი ისევ ჩემპიონი, მაგრამ სანახაობრივად ლამაზ ფეხბურთს ითამაშებდნენ მაინც რას ჰგავს გუნდი, კარში ვერ ურტყავენ.
დავით 67
05:06 25-09-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული