კვარაცხელია "ნაპოლიდან" "ბოლონიასთან" მატჩში საუკეთესოდ დაასახელეს

AutoSharing Option
პოპულარულმა იტალიურმა გამოცემა La Gazzetta dello Sport-მა "ბოლონიასთან" მატჩში "ნაპოლის" საუკეთესო ფეხბურთელად 6,5 ქულით ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.

"კვარას" ჩვეული ვერსია ვერ ვიხილეთ, მაგრამ თავის პარტნიორებს შორის აშკარად გამორჩეული იყო.

ორჯერ კარში დაარტყა, პენალტიც გუნდმა მისი დამსახურებით მოიპოვა და ქართველი მუდმივად ზეწოლას ცდილობდა, მაგრამ ხვიჩამ გოლების გატანა შეწყვიტა", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩი 0:0 დასრულდა, კვარაცხელია კი რუდი გარსიამ 75-ე წუთზე შეცვალა. 

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
მართლაც უმაღლესი დონის თამაში ჩაატარა, დაცვაშიც იყო და შეტევაშიც. პენალი რომ გამოეყენებიათ მოაგებინენდა გუნდს მაგრამ სამწუხაროდ უიღბლობა სდევს ამ სეზონში. ვნახოთ რა იქნება
Spain
18:26 25-09-2023
0
გენაცვალე კვარაა!! უფალი გფარავდეს!!
ირაკლი
20:01 25-09-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული