როგორც იცით, ნიდერლანდების ჩემპიონატზე "აიაქსისა" და "ფეიენოორდის" მეექვსე ტურის მატჩი იმის გამო შეწყდა, რომ ანგარიშით უკმაყოფილო (0:3) მასპინძელთა ფანებმა მოედანზე მაშხალების სროლა დაიწყეს. ბევრი ელოდა, რომ ამსტერდამულ გუნდს ტექნიკურ წაგებას ჩაუთვლიდნენ, მაგრამ ქვეყნის ფეხბურთის სამეფო კავშირმა სხვაგვარი გადაწვეტილება მიიღო.
შეხვედრა 27 სექტემბერს 55-ე წუთიდან მაყურებლების გარეშე განახლდება. შეგახსენებთ, იმ თამაშში "აიაქსის" თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე სათადარიგო იყო.
27 სექტემბერს ჩასატარებელი "აიაქსისა" და "ვოლენდამის" მეშვიდე ტურის დაპირისპირება მოგვიანებით გაიმართება.