ფულვიო კოლოვატი: "კვარას" და ოსიმენს 3-4 თამაშით სათადარიგოთა შორის დავტოვებდი

AutoSharing Option
მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონმა ფულვიო კოლოვატიმ ამ სეზონში "ნაპოლის" წარუმატებელ სტარტზე Televomero-სთან ინტერვიუში ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი შეცვლებისას უკმაყოფილების გამოხატვის გამო გააკრიტიკა:

"რუდი გარსიას ჩემპიონატზე კარგი დასაწყისი არ გამოუვიდა. სიტუაციას ზოგიერთი ფეხბურთელის ნერვული მდგომარეობა ართულებს. როდესაც ორი თვის წინ "ნაპოლის" ახალი მწვრთნელის არჩევა მოუწია, გასაგები იყო, რომ ლუჩანო სპალეტის ნებისმიერი მემკვიდრე სირთულეებს გადააწყდებოდა. გასულ სეზონში სკუდეტო 16 ქულის უპირატესობით მოიგეს. ეს რაღაც ისტორიული და განუმეორებელი იყო.

"კვარას" და ოსიმენს იმის გამო, როგორც მოიქცნენ, 3-4 თამაშით სათადარიგოთა შორის
დავტოვებდი. როგორ ბედავენ გარსიას არჩევანის განხილვას? მწვრთნელს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც უნდა, შემდეგ კი შეცდომის შემთხვევაში პასუხისმგებელი იქნება.

ანგისაც არაა ფორმაში, ხოლო ლობოტკა მოედანზე დადის. არის მოტივაციის პრობლემა და ზოგიერთ ფეხბურთელს ინდივიდუალობის გამოვლინება მართებს. მწვრთნელს თავისი ვალდებულებები გააჩნია, მაგრამ ისეთმა ელემენტებმა, როგორიც ოსიმენი და კვარაცხელია არიან, გადაცემათა კოლოფი უნდა გადართონ".

მკითხველის კომენტარები / 30 /
ნეტა მართლა დასვამდნენ რა და რომ აღმოჩნდებიან აუტცაიდერებში მიხვდებიან რასაც წარმოადგენენ ამათ გარეშე.
რრრ
21:43 26-09-2023
0
რუსების დაწერილ სტატიებს რომ ეთანხმებოდით ცხვრებივით გახსოვთ? თუ არ გახსოვთ შემიძლია ლინკები ჩავაგდო და ამოიცნობთ თავებს.
იიი სლუცკის ხელთათმანი ესროლა, იიი მსაჯს უსაყვედურა, მაგას დიდ გუნდში ვინ წაიყვანს და ეგეთებს რომ წერდნენ ხვიჩაზე და დარწმუნებით რომ თავებს უქნევდით ყველა სტატიას, რასაც რუსები დაწერდნენ. საკუთარი აზრი როცა არ გაგაჩნია ეგაა მერე, ყველაფერს იჯერებ.ახლა მაინც განვითარდით და ისწავლეთ ფეხბურთელის დაფასება.
სადაც უსამართლობას შეამჩნევს, იქ რატო არ უნდა ამოიღოს ხმა, დებილია?
დამშვიდდით, როგორადაც არ უნდა წაუვიდეს ხვიჩას საქმე, თქვენ არაფერში მოგთხოვთ დახმარებას. როგორმე მიხედავს თავს თვითონ.
ლუზერებს
17:07 26-09-2023
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული