მატჩის დღე - "ნაპოლიმ" წარუმატებელი სერია უნდა დაასრულოს!..

AutoSharing Option
მარცხი და 2 იმედგაცრუებული ფრე, საჯარო დაპირისპირება გუნდის ლიდერებსა და მთავარ მწვრთნელს შორის, უკმაყოფილო გულშემატკივრები - ამ სიტუაციაში ემზადება "ნაპოლი" შუა კვირის მატჩისთვის, სადაც სერია "ა"-ს მე-6 ტურში "სტადიო მარადონაზე" "უდინეზეს" უმასპინძლებს - დღეს, 27 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე.

ნეაპოლური კლუბი ზეწოლის ქვეშაა და ეს ჩემპიონთა ლიგაზე მოგებამაც ვერ შეცვალა. ვიქტორ ოსიმენის აცილებული პენალტი და მხოლოდ ერთი ქულა ბოლონიაში; ხვიჩა კვარაცხელია ოპტიმალურ ფორმას აშკარად იბრუნებს და ეს გუნდისთვის მშვენიერია. გასულ სეზონში მოპოვებული სიამოვნება თითქოს სადღაც გაქრა, გარსიას გუნდის ფეხბურთი
ნეიტრალურ გულშემატკივრებს აღარ იზიდავს და ამის შეცვლა ყველაზე მეტად ისევ "კვარადონას" შეუძლია.

Sportall.Ge

33-წლიანი ლოდინი "ნაპოლიმ" გასულ სეზონში ოფიციალურად "უდინეზესთან" (1:1) ფრით დაასრულა და სკუდეტო მოიპოვა. ბოლო 14 მატჩიდან ნეაპოლელებმა უდინელებს 12 მოუგეს და საშუალოდ, თამაშში 2,6 გოლს აგროვებენ. იყო უხვგოლიანი (3:3) ფრე 10 წლის წინ.

თუკი "ნაპოლი" მე-7 ადგილს იკავებს, მათ მოწინააღმდეგეებს კიდევ უფრო ცუდი დასაწყისი აქვთ და გასავარდნ ზონაში იმყოფებიან. კვარაცხელიამ ამ გუნდებს შორის გასული სეზონის ნეაპოლური მატჩი გამოტოვა. 

ვიქტორ ოსიმენი 4 მატჩია გოლის გარეშეა, თუმცა მანამდე მან "უდინეზეს" 5 გოლი გაუტანა და მათთან ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანია. საინტერესოა, დაცვაში ისევ ოსტიგორი-ნათანის დუეტს თუ ვნახავთ. შესაძლოა, ზელინსკის ნაცვლად (რომელიც ნახევარდაცვაში ყველაზე კარგ ფორმაშია) სასტარტოში ელმასი ვიხილოთ, პოლიტანო კი ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდეს.

altსადამდე "გაქაჩავს" "ნაპოლის" მწვრთნელი - როდის აინაზღაურებს "კვარა" დანაკლისს და რა იცის ოსიმენმა...

altოსიმენმა ბოდიში მოიხადა - უშველის ეს საქმეს?

მკითხველის კომენტარები / 7 /
ყოველთვის ყველაფერი ხვიჩას რომ აქვს აკიდებული ტვირთად. ყველა ასაკში, ყველა გუნდში, ნაკრებში. ყველაფერი მასზე ტყდება.
რუბინში სამოშნიკოვების და დესპოტოვიჩების დონის ხალხი თამაშობდა ხვიჩას აბრალებდნენ თუ წააგებდნენ. ამ თამაშით უნდა დიდ გუნდში წასვლაოო? სისინებდნენ რუსები. ჩვენებიც ეთანხმებოდნენ ცხვრებივით.
ნაკრებში ვერ ჩამოვიდოდა და ათასნაირ იარლიყს აკრავდნენ, წაგებაც მარტო მასზე ტყდებოდა. ნაპოლიშიც იგივე.
19 წლის ასაკშიც ყველაფერი მას ბრალდებოდა და 22 წლის ასაკშიც. 25 ის რო იქნება რაღას იზამთ :დდ
:)
26 სექტემბერი 2023 10:52
9
გაგი მარგველაშვილზე რატო არ წერთ სიტიში გადავიდა დინამო სიტი ალბანია დ
კარგი ამბავი
26 სექტემბერი 2023 15:15
14
ძუნწი რომ ორმაგად იხდის არ იცის ლავრენტამ ქართული სიბრძნე
სვანსკი
27 სექტემბერი 2023 13:17
1
ოსიმ კვარას დაუპაძერშკა იმედია მალე აახვევინებენ გარსიას.
რონი
27 სექტემბერი 2023 18:01
2
ისეთი არაულობაა გუნდში არ გამიკვირდება რომ ეს თამაშიც ვერ მოიგონ. ნაპოლის ცუდ ფორმას კიდე დაემატა პრობლემები და ეხლა თუ ამათ ქულები დააკლეს შეიძლება ნელ ნელა დაიშალოს ეს გუნდი. ოსიმენს უკვე აღარ უნდა თამაში და ნელ ნელა მემგონი მიდის ყველაფერი დასასრულისკენ!
მურთო
27 სექტემბერი 2023 12:58
1
გაიხარე.მართალი ხარ.
გოგა
26 სექტემბერი 2023 16:25
4
მოვითხოვ ტრენერად დანიშნონ რაფა ბენიტესი!))
გიორგი IV
27 სექტემბერი 2023 13:08
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული