"ნაპოლის" სეზონის სტარტი წარმატებული არ გამოუვიდა და არც ხვიჩა კვარაცხელიაა საუკეთესო ფორმაში, მაგრამ ყოველი მატჩის შემდეგ ანალიტიკური სპორტული საიტებისგან მაღალ შეფასებებს იმსახურებს, რაც ზოგიერთის გაკვირვებას იწვევს.
საქმე ისაა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, კვარაცხელია გუნდზე მაინც დიდ ზეგავლენას ახდენს, თამაშის წარმმართველი და გამამწვავებელია. ამის დასტურად Ilmattino DataFoot-ის მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვით, ხვიჩა მეტოქის კართან ხიფათის შექმნის ასპექტში ევროპაში პირველ ხუთეულშია:
"კვარაცხელია ჩავარდა? მონაცემთა ერთი ნაწილი "ნაპოლისთვის" იერიშების მთავარი იარაღის თაობაზე საპირისპიროს ამტკიცებს. DataFoot-ის მიხედვით, ის საფრთხის შექმნის მიხედვით ევროპაში მეხუთეა.
"კვარას" მარტის
შემდეგ გოლი არ გაუტანია და "ნაპოლის" გულშემატკივართა მხრიდან სულ უფრო და უფრო ხშირად ხვდება კრიტიკის ცენტრში. თუმცა არსებობს ერთი ფაქტი, რომელიც ადასტურებს ქართველის შეტევით მნიშვნელობას, თვით რუდი გარსიას გუნდში. როგორც DataFoot-ი იტყობინება, ევროპაში მოწინააღმდეგეთათვის ხიფათის შექმნით, რაც სხვადასხვა წარმატებულ მოქმედებას გულისხმობს (დრიბლინგი, მცდელობები და შექმნილი შესაძლებლობები), ის მხოლოდ ჯერემი დოკუს (მანჩესტერ სიტი), არნო ნორდენს (სენტ ეტიენი), უსმან დემბელეს (პსჟ) და ნიკო უილიამსს (ბილბაო) ჩამორჩება".
გუნდმა თუ ჩაისვარა და ვერ უქაჩავს, ხვიჩა რა შუაშია? მიდი ხვიჩა, აკეთე ის რაც გიყვარს და კარგადაც გამოდის, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება თავის დროზე, შენ გულს ნუ გაიტეხ. გოლებსაც გაიტან და საუკეთესოს ტიტულსაც ბევრჯერ მოიგებ! წარმატებები გარდაუვალია ძმიშვილო!