დავითაშვილის "ბორდო" "გენგამს" ფრედ ეთამაშა

AutoSharing Option
ლიგა 2-ის მერვე ტურში „გენგამისა“ და „ბორდოს“ მატჩი 0:0 დასრულდა.

სტუმართა გუნდის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი 59-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. რაც შეეხება თამაშს, დიდად სანახაობრივი ვერ გამოდგა და ლოგიკური ანგარიშით დასრულდა.

„ბორდოს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 10 ქულით მეთორმეტე ადგილზეა და 30 სექტემბერს სტუმრად „გრენობლს“ დაუპირისპირდება.

გენგამი. „სტად დიუ რუდურუ“
გენგამი - ბორდო 0:0
გამოუყენებელი პენალტი: ელ უაზანი (54, გენგამი)


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული