"იმასაც კი ვერ ხვდებოდა, ნეაპოლში ცხოვრობდა თუ საქართველოში" - ქართველმა მენეჯერმა კვარაცხელიას გასულ და მიმდინარე სეზონზე ისაუბრა

AutoSharing Option
სააგენტო S&P Sports Agency-ს დამფუძნებელმა ქართველმა მენეჯერმა სანდრო ჭელიძემ Legalbet-თან საუბარში ხვიჩა კვარაცხელიას გასულ სეზონსა და ამჟამინდელ ფორმაზე ისაუბრა.

"ის, რომ მას უგოლო სერია აქვს და არც საგოლე პასები გამოსდის, ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს. რაც შეეხება სათამაშო ხარისხის ვარდნას, ეს მეორე სეზონის ნორმალური ეფექტია. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ის სწორ დროს მოხვდა ასეთ კლუბში და სათამაშო სისტემაში ჩაეწერა.

ხვიჩას გაუმართლა, რომ "ნაპოლიში" ჩაირიცხა. "სასუოლოში" გადასვლის შემთხვევაში მას ასეთი შედეგები არ ექნებოდა. კლუბი დიდებულად თამაშობდა, კვარაცხელია, ოსიმენი და სხვა ფეხბურთელები ძალიან კარგები
იყვნენ.

აი, ახლა კი მეორე სეზონი დაიწყო, მწვრთნელი გამოიცვალა, ადაპტაციის მომენტი მიმდინარეობს. პირველი ემოციები გადის და და ყველაფერი რუტინაში გადადის.

დარწმუნებული ვარ, რომ პირველ სეზონში მის თავს იმდენი რაღაც ხდებოდა, ის იმასაც კი ვერ ხვდებოდა, ნეაპოლში ცხოვრობდა თუ საქართველოში.

მთავარია, ახლა ადაპტაციას როგორ გაივლის. დარწმუნებული ვარ, ის ყველაფრის გამოსწორებას მოახერხებს და ყველაფერი კარგად იქნება", - თქვა ჭელიძემ.

კომპანია S&P Sports Agency-ს დამფუძნებლები სანდრო ჭელიძე და პეტრე სარდანაძე არიან. ჭელიძემ კარიერის დასრულების შემდეგ კოვერჩანოში (იტალია) სპორტული მენეჯერის კურსი 2018 წელს დაამთავრა, სადაც მსოფლიოს ორ ჩემპიონთან, ბრაზილიელ ლეონარდოსა (1994 წლის მუნდიალის გამარჯვებული, "მილანის" ყოფილი მწვრთნელი და ტექნიკური დირექტორი) და კრისტიან ძაკარდოსთან (2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული იტალიის ნაკრების შემადგენლობაში) ერთად სწავლობდა.

მას და მის მეგობრებს, ძაკარდოს გარდა, კიდევ ბევრ ცნობილ მენეჯერთან აქვთ ურთიერთობა და ცდილობენ, მათი დახმარებით ქართული ფეხბურთისთვის სასარგებლო საქმეები აკეთონ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ხვიჩას რომ გაუმართლა ეგ ერთია, შენ ისიც ახსენე ნაპოლის როგორ გაუმართლა.
joi zaza
18:00 27-09-2023
2
წარმატებები ხვიჩას და საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
16:08 27-09-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული