"აიაქსი" "ფეიენოორდთან" 0:4 დამარცხდა - მიქაუტაძე არ ათამაშეს

AutoSharing Option
ნიდერლანდების ჩემპიონატის მეექვსე ტურის შეწყვეტილი შეხვედრა „აიაქსსა“ და „ფეიენოორდს“ შორის 55-ე წუთიდან მაყურებლების გარეშე განახლდა (ანგარიში 0:3 იყო) და საბოლოოდ 0:4 დასრულდა.

22 წლის ფორვარდმა სანტიაგო ხიმენესმა ჰეთ-თრიკი შეასრულა.

ამსტერდამული გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე სათადარიგო იყო.

„აიაქსს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 5 ქულით მეთოთხმეტე ადგილზეა და 30 სექტემბერს გასვლაზე „ვაალვიკს“ დაუპირისპირდება.

ამსტერდამი. „იოჰან კრუიფ არენა“
აიაქსი - ფეიენოორდი 0:4
გოლები: 0:1 ხიმენესი (9), 0:2 ხიმენესი (18), 0:3 პაიშაო (37), 0:4 ხიმენესი (59)


მკითხველის კომენტარები / 6 /
აიაქსიდან ყველა ხელმძღვანელს უშვებენ და მთავარი დამნაშავე კი აგრძელებს მუშაობას, თუ ამას მუშაობა ქვია. როცა ნოლზე აგებ თამაშებს და არ ათამაშებ თავდამსხმელს, რომელიც გასულ სეზონში ბომბარდირი გახდა, ამ დროს წადი რა მწვრთნელო სახლში, კიტრი და ბოსტნეული მოიყვანე, როცა ფეხბურთის აზრზე არ ხარ.
Idki
17:36 28-09-2023
0
თან მწვრთნელის გარდა ყველას უშვებენ, ფანებმა დაანგრიეს თავზე ყველაფერი და მაგათ "დასაშოშმინებლად" სპორტული დირექტორი გააგდეს, თითქოს ეგ ათამაშებს გუნდს 3 -0ს რო აგებენ. თან მიქაუტაძეს არ ათამაშებენ და რა ჩემი სალა უნდათ. ასეთი დებილი კლუბი სხვა არ მინახია FუუF რა
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული