ხვიჩამ ისევ მოიპოვა პენალტი - პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" 2:0-ს იგებს

AutoSharing Option
სერია A-ს მეექვსე ტურში, პირველი ტაიმის შემდეგ „ნაპოლი“ „უდინეზეს“ 2:0 ამარცხებს.

მიუხედავად მატჩისწინა სკანდალისა, ოსიმენი ნეაპოლური გუნდის სასტარტოში ვიხილეთ. მასპინძლებმა შეუტიეს. ზელინსკიმ ახლო მანძილიდან ააცილა კარს. კვარაცხელიას დარტყმულიც არაზუსტი იყო. შემდეგ ხვიჩა საჯარიმოში წააქციეს, მან ზიდიზედ მეორე შეხვედრაში მოიპოვა პენალტი და ზელინსკიმ გაიტანა. „ნაპოლიმ“ დიდი ძალებით დაიწყო მეტოქის კარზე იერიშების მიტანა და ალბათ, მიმდინარე სეზონში საუკეთესო თამაში აჩვენა. ისევ გაიჭრა კვარაცხელია, დაარტყა და მეკარე სილვესტრიმ არ დაანება გატანა. მერე „კვარამ“ მარიო რუი პირისპირ შეჰყარა სილვესტრის, თუმცა პორტუგალიელმა შანსი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ,
გატანის შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა ოსიმენმა და ანგარიში გაზარდა.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“

ნაპოლი - უდინეზე
გოლები: 1:0 ზელინსკი (19, პენ), 2:0 ოსიმენი (39)


მკითხველის კომენტარები / 9 /
დღევანდელი თამაშით კვარამ ყველა მისი ძალათ "კრიტიკოსები", მოძულენი, შეურაცყმყოფლები, "დაგასამარათ"! წინ ბევრი შესანიშნავი თამაშები გველის! წარმატებები ჩვენს სიამაყეს!
NAPOLI !
00:51 28-09-2023
2
კვარას ჰეიტერებო სადა ხართ? გამოდით უნდა დაგთვალოთ.
ფეოლა
00:36 28-09-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული