კვარაცხელიას დიდებული შეფასებები და კომენტარი

AutoSharing Option
"უდინეზესთან" მოგებულ მატჩში (4:1) "ნაპოლის" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემა გააკეთა, პენალტი მოიპოვა, ორჯერ ძელს გაარტყა ბურთი და შეხვედრის დასრულების შემდეგ DAZN-თან კომენტარი გააკეთა:

"კარგა ხანი გოლი არ მქონდა გატანილი, მაგრამ ფეხბურთში ეს ხდება. გასაგებია, ვნერვიულობდი და ძალიან მიხარია, რომ გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დავეხმარე.

რა შეიცვალა ამ დღეებში? "სასუოლოსთან" დაპირისპირების შემდეგ ერთმანეთს დაველაპარაკეთ და ვთქვით, რომ მოგება გვჭირდებოდა. იგივე ვუთხარით მწვრთნელს.

არის თუ რა ეს ნამდვილი "ნაპოლი"? ჩვენ, ალბათ, დავბრუნდით. შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს, წინსვლას მთელი ძალით უნდა ვეცადოთ.
წინ "ნაპოლი"!"

Whoscored-მა კვარაცხელიას თამაში 9.7 ქულით შეაფასა, Sofascore-მა - 9.3-ით, ხოლო Flashscore-მა - 9.2-ით.

მკითხველის კომენტარები / 22 /
არაფერი არ "დაბრუნებულა" , არასადაც არ წასულა რეალურად არაფერი პრობლემა არ ქონია. ხვიჩას უგოლო სერია იყო მხოლოდ სტატისტიკა. ავადმყოფებმა და ბნელმა მძორებმა დაიწყეს ჩხავილი მოუკლოო ცოლიო ისაო ესაო ახალგაზრდულში რო არ ჩამოვიდაო ისჯებაო... FF დასჯა ეხლა ნახეთ რეალობაში დააბრუნათ ეხლა
12
ბრავო ხვიჩა როგორც ლომი გამოკეტილ გალიაში ისე იბრძოდა ბიჭი დღეს რათა ეს მომაბეზრებლად გახანგრძლივებული უგოლო სერია გატეხილიყო და ეს ასეც მოხდა რაც საბოლოოდ მოუხსნის კვარას უგოლობის ფსიქოლოგიურ წნეხს, და ის აწი უკვე ყოველგვარი სტრესის გარეშე გავა მინდორზე რაც კარგს არაფერს მოასწავებს მეტოქე მცველებისთვის. მთავარია ხვიჩამ ეს აგრესია, "ანთებული ცეცხლი" არ ჩააქროს და სერია ას რეკორდს დაამყარებს როცა ამ წლის mvp წოდებასაც ის დაისაკუთრებს ზედიზედ მეორედ. ჰეითერებს კიდე ამბობენ ამ საღამოს აფთიაქებში ვალიდოლის მარაგზე დეფიციტი შეიქმნაო გამაგრდით ძალიან ბევრჯერ მოუწყობს თქვენ ნერვულ სისტემას გამოცდას ეს ბიჭი.
Charley
04:07 28-09-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული