"უდინეზესთან" ნამატჩევს (4:1) კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა რუდი გარსიამ გააკეთა და ხვიჩა კვარაცხელია შეაქო:
"ჩემზე არ ინერვიულოთ, ცოტა გამოცდილება და ფართო მხრები მაქვს. ბიჭებმა კარგად ითამაშეს, ბევრი მომენტი შექმნეს, გამახარეს. "კვარა" ძალიან კარგი იყო, ორჯერ ბურთი ძელს გაარტყა, შემდეგ გაიტანა, რაც მომავალში სიმშვიდეს მოუპოვებს, ახლა გაცილებით გაუადვილდება. ჩვენ დიდი ხანი ვისაუბრეთ, ვურჩიე, უგოლო სერიაზე არ ეფიქრა და თამაშისგან სიამოვნება მიეღო. ის უნიკალური ფეხბურთელია, რომელიც მეურვეს ატყუებს. ასეთები ბევრი არაა. მას განსაკუთრებული უნარები გააჩნია და მოვუწოდებთ, ისევ იგივე გააკეთოს. დიდი "კვარა" დაგვიბრუნდა.
ოსიმენი
შევაქე. ჩვენ თავიდანვე შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. გამიხარდა, რომ დღეს გაიტანა. ბოლო შეხვედრებში მასაც ჰქონდა უიღბლობა. ბოლონიაში ყველანი იმედგაცრუებულები ვიყავით, მაგრამ დავამტკიცეთ, რომ ყველაფერი წესრიგშია. TikTok-ზე გამოქვეყნებული ვიდეოთი არავის არ უნდოდა მისთვის ტკივილი მიეყენებინა. "ინსტაგრამიდან" "ნაპოლის" სურათები წაშალა? რასაც უნდა, იმას გააკეთებს. მას უყვარს გუნდი და მისთვის ბოლომდე იხარჯება".