კვარაცხელიას დიდებული შეფასებები და კომენტარი

AutoSharing Option
"უდინეზესთან" მოგებულ მატჩში (4:1) "ნაპოლის" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემა გააკეთა, პენალტი მოიპოვა, ორჯერ ძელს გაარტყა ბურთი და შეხვედრის დასრულების შემდეგ DAZN-თან კომენტარი გააკეთა:

"კარგა ხანი გოლი არ მქონდა გატანილი, მაგრამ ფეხბურთში ეს ხდება. გასაგებია, ვნერვიულობდი და ძალიან მიხარია, რომ გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დავეხმარე.

რა შეიცვალა ამ დღეებში? "სასუოლოსთან" დაპირისპირების შემდეგ ერთმანეთს დაველაპარაკეთ და ვთქვით, რომ მოგება გვჭირდებოდა. იგივე ვუთხარით მწვრთნელს.

არის თუ რა ეს ნამდვილი "ნაპოლი"? ჩვენ, ალბათ, დავბრუნდით. შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს, წინსვლას მთელი ძალით უნდა ვეცადოთ.
წინ "ნაპოლი"!"

Whoscored-მა კვარაცხელიას თამაში 9.7 ქულით შეაფასა, Sofascore-მა - 9.3-ით, ხოლო Flashscore-მა - 9.2-ით.

მკითხველის კომენტარები / 22 /
ან ფედერიკო უძგვაბიელი როგორც ამას დიდი ალეკო ღონღოღლი იტყვის.
პერუჯას ფანი
22:06 28-09-2023
0
ესპანელი კი არა, ნიგერიელი პოეტი იყო, კახაბერ ბაბანგიდა)))
ტანზანიელი მწერალი
20:32 28-09-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული