კვარაცხელია და "ნაპოლი" დღეს ადრე ითამაშებენ - ძალების რწმენა და წინ თვით "რეალი"...

AutoSharing Option
"ნაპოლი" ხასიათზე მოვიდა, ხვიჩა კვარაცხელია ძველი დიდებით დაბრუნდა, ახლა კი წინ მორიგი მიზანია. რადგანაც შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაა, რუდი გარსიას გუნდი "ლეჩეს" დღეს, 30 სექტემბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე ესტუმრება.

ლიდერმა "ინტერმა" "სასუოლოსთან" (1:2) წააგო და ნეაპოლელები მათ მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩებიან. ასე რომ, 6 ტურის შემდეგ კვლავ ჩემპიონობაზე ფიქრი უტოპია სულაც არაა. მთავარი მწვრთნელის მიმართ აგრესიამაც თითქოს მოიკლო და იქნებ გუნდმა ძველი კონდიციები დაიბრუნოს.

Sportall.Ge

"ლეჩესაც" 11 ქულა აქვს, საკუთარ "ვია დელ მარეზე" კი დაუმარცხებელია. ამის მიუხედავად, ახლა "ნაპოლისთვის" წინააღმდეგობის
გაწევა, რომელმაც საკუთარი ძალების ირწმუნა, რთული იქნება.

მცირე დრო მატჩებს შორის და "რეალთან" მოახლოებული დაპირისპირება როტაციის აუცილებლობასაც ნიშნავს. შესაბამისად, სასტარტოში კაიუსტეს, ელმასისა და ლინდსტრომის გამოჩენას ვვარაუდობთ.

კვარაცხელია-ოსიმენის დუეტი ამოქმედდა და მათგან კვლავ ბევრს ველით. ამ გუნდებს შორის გასული სეზონის ნეაპოლურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე იყო, 56-ე წუთიდან ითამაშა, სპალეტის გუნდმა კი პირველი ქულები (1:1) დაკარგა.

Davanti in Napoli!..

altკვარაცხელია ამ სეზონში უკეთესია, ვიდრე გასულში - სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს

altკვარაცხელიას ალოობა - "ნაპოლის" ფეხბურთელების მოგებული მატჩი თუ მწვრთნელის სიტყვა?!

მკითხველის კომენტარები / 14 /
ახლა როტაციის დრო არ არის. გუნდმა ტონუსი არ უნდა დაკარგოს, ძლივს რაღაცას დაემსგავსენ!
რერო
10:38 29-09-2023
3
კიდევ ერთხელ ნახეთ ხვიჩას გოლი. მიაქციეთ ყურადღება, რომ მარცხნივ გაიხედა და 18 ნომრის პოზიცია შეამოწმა. ამ მომენტში ხვიჩამ უკვე იცის, რომ როგორც კი მიიღებს ბურთს 29 ნომერი, ის ეცდება ბურთი მიაწოდოს 18 ნომერს. როგორც კი მეკარემ მიიღო ბურთი, ხვიჩამ აჩქარება დაიწყო და 29 ნომერს გადაუკეტა პასის მიმართულება, აართვა ბურთი და გოლი გაიტანა.
ქ. გ.
14:39 29-09-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული