კვარაცხელია და "ნაპოლი" დღეს ადრე ითამაშებენ - ძალების რწმენა და წინ თვით "რეალი"...

AutoSharing Option
"ნაპოლი" ხასიათზე მოვიდა, ხვიჩა კვარაცხელია ძველი დიდებით დაბრუნდა, ახლა კი წინ მორიგი მიზანია. რადგანაც შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაა, რუდი გარსიას გუნდი "ლეჩეს" დღეს, 30 სექტემბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე ესტუმრება.

ლიდერმა "ინტერმა" "სასუოლოსთან" (1:2) წააგო და ნეაპოლელები მათ მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩებიან. ასე რომ, 6 ტურის შემდეგ კვლავ ჩემპიონობაზე ფიქრი უტოპია სულაც არაა. მთავარი მწვრთნელის მიმართ აგრესიამაც თითქოს მოიკლო და იქნებ გუნდმა ძველი კონდიციები დაიბრუნოს.

Sportall.Ge

"ლეჩესაც" 11 ქულა აქვს, საკუთარ "ვია დელ მარეზე" კი დაუმარცხებელია. ამის მიუხედავად, ახლა "ნაპოლისთვის" წინააღმდეგობის
გაწევა, რომელმაც საკუთარი ძალების ირწმუნა, რთული იქნება.

მცირე დრო მატჩებს შორის და "რეალთან" მოახლოებული დაპირისპირება როტაციის აუცილებლობასაც ნიშნავს. შესაბამისად, სასტარტოში კაიუსტეს, ელმასისა და ლინდსტრომის გამოჩენას ვვარაუდობთ.

კვარაცხელია-ოსიმენის დუეტი ამოქმედდა და მათგან კვლავ ბევრს ველით. ამ გუნდებს შორის გასული სეზონის ნეაპოლურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე იყო, 56-ე წუთიდან ითამაშა, სპალეტის გუნდმა კი პირველი ქულები (1:1) დაკარგა.

Davanti in Napoli!..

altკვარაცხელია ამ სეზონში უკეთესია, ვიდრე გასულში - სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს

altკვარაცხელიას ალოობა - "ნაპოლის" ფეხბურთელების მოგებული მატჩი თუ მწვრთნელის სიტყვა?!

მკითხველის კომენტარები / 14 /
როდის დავწერე რომ ოსიმენი არის "შოვინისტი, შურიანი და თან ყეყეჩი" ! აქ წამიკითხავს ზოგიერთი პოსტი, რომ ის და კვარა გადამკვდარი "ძმები" არიანო, რაც სიმართლეს არ შეეფერება! როგორც კი გაიყვანა ოსიმენი მინდორიდან, ეგრევე გუნდმა დაიწყო კვარას ბურთით მომარაგება და შედეგმაც არ დააყოვნა, მარცხენა ფლანგი უცებ დაიტვირთა და გამოცოცხლდა! ასევე ზიელინსკი რომლის მთავარი დავალება არის ოსიმენის ბურთით მომარაგება, რამდენჯერ საუკეთესო პოზიციაში მდგომი კვარას ნაცვლად ბურთი ოსიმენისათვის მიუცია!!!!! კვარა თუ ოსიმენს ამარაგებს პასების 80 პროცენტით, იმ შემთხვევაში თუ ოსიმენისაგანც მიიღებს თუ გინდ 60 პროცენტს თამაში უფრო შედეგიანი გახდება!!! ეს ჩემი სუბიექტური აზრია.
NAPOLI !
16:40 30-09-2023
6
რავიცი, რავიცი, ერთხელ გააკეთა როტაცია სპალეტიმ ლოჩოშვილის კრემანოზესთან და, დაკარგა კიდე ერთი ტიტული - იტალიის თასი.
მალხაზ ჯობავა
10:37 30-09-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული