სერია A-ს მეშვიდე ტურში "ნაპოლიმ" გასვლაზე "ლეჩე" 4:0 დაამარცხა და მადრიდის "რეალთან" მატჩს მშვენიერ ხასიათზე შეხვდება.
პირველ ტაიმში მე-16 წუთზე პიოტრ ჟელინსკის ჩაწოდებას ლეონ ოსტიგარდი გამოეხმაურა და ანგარიში გახსნა.
მეორე ნახევარში 46-ე წუთზე მოედანზე ჯოვანი სიმეონეს ნაცვლად ვიქტორ ოსიმენი შემოვიდა, 51-ე წუთზე კი ჩინებულ გადაცემას ნიგერიელი ფორვარდი გამოეხმაურა, 88-ე წუთზე ცვლილებაზე შემოსულმა ჯანლუკა გაეტანომ მასპინძელთა კარი მესამედ აიღო, საბოლოო ანგარიში კი მატეო პოლიტანომ პენალტის ნიშნულიდან 90+5 წუთზე დააფიქსირა.
ამრიგად, "ნაპოლი" 14 ქულით მესამე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 3 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე სახლში "რეალთან" გამართავს, სერია A-ში კი 8 ოქტომბერს "ფიორენტინას" უმასპინძლებს.
ლეჩე. "ვია დელ მარე"
"ლეჩე" - "ნაპოლი" - 0:4
გოლები: 0:1 ესტეგარდი (16), 0:2 ოსიმენი (51), 0:3 გაეტანო (88), 0:4 პოლიტანო (90+5)