ზურიკომ შეუცვლელად ითამაშა - "ბორდო" "გრენობლთან" დამარცხდა

AutoSharing Option
ლიგა 2-ის მეცხრე ტურში „ბორდო“ გასვლაზე „გრენობლთან“ 0:2 დამარცხდა.

სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, გოლის გატანასთან ახლოს იყო, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, ორჯერ კი გატანა მეკარემ არ დაანება. აღსანიშნავია, რომ ჟირონდელებმა ხუთი მომენტი შექმნეს და აქედან სამი - ქართველმა.

„ბორდო“ 10 ქულით მეთორმეტე ადგილზეა და 3 ოქტომბერს „კანს“ უმასპინძლებს.

გრენობლი. „სტად დე ალპი“

გრენობლი - ბორდო 2:0
გოლები: 1:0 პოსტოლაჩი (15), 2:0 ტიურაი (90+1)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული