რატომ არ დატოვა კვარაცხელიამ შესვენებისას მოედანი? - მისი თამაში სათანადოდ შეაფასეს

AutoSharing Option
"ლეჩესთან" მოგებულ გასვლით მატჩში (4:0) "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე გადაცემა გააკეთა და 58-ე წუთზე შეცვალეს. ქართველმა ანალიტიკური საიტებისგან ტრადიციულად მაღალი შეფასება დაიმსახურა:

Whoscored-ისგან 7.6, flashscore-სგან 7.0 და Sofascore-სგან 6.7.

areanapoli აღნიშნავს, რომ კვარაცხელია შესვენებისას გასახდელში არ გავიდა და მოთელვა გააგრძელა, რაც გამოცემის აზრით, შესანიშნავი ჟესტი იყო, რომელიც მის პროფესიონალიზმსა და საქმისადმი სიყვარულზე მეტყველებს.

"ნაპოლის" მწვრთნელმა რუდი გარსიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ყველა ფეხბურთელი თავის დონეს უბრუნდება, როგორც ანგისა და "კვარა", ეს გუნდს ეხმარება, თავს მშვიდად გრძნობს, რადგან კარგად
თამაშობენ, ბიჭებით კმაყოფილია და მთავარია "რეალთან" დაპირისპირებამდე ძალები აღიდგინონ, რათა გულშემატკივრები გაახარონ.

სიახლეები პოპულარული