"ტორინოს" მწვრთნელი: საზონოვმა ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა

AutoSharing Option
"ვერონასთან" მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე "ტორინოს" მწვრთნელმა ივან იურიჩმა განაცხადა, რომ ტრავმის გამო ალესანდრო ბუონჯორნოს მომავალი ოთხი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს და საბა საზონოვს ისევ მიეცემა თავის გამოჩენის შესაძლებლობა.

"როგორც სხიურსის და სხვების შემთხვევაში, საზონოვის სამუშაოსადმი დამოკიდებულებაა მნიშვნელოვანი. მას ეს თვისება საკმაოდ გააჩნია. ბევრ ვიდეოს ვაყურებინებთ და ის ხვდება, რა გამოსდის კარგად და რა - არა. ამ თვალსაზრისით, უკანასკნელ კვირებში მან ჩემზე შესანიშნავი შთაბეჭდილება მოახდინა, რადგან სხიურსის მსგავსად სრულყოფის სურვილი გააჩნია.

ფეხით თამაში გასაუმჯობესებელი აქვს, მაგრამ "ლაციოსთან" დავინახე, რა გააკეთა სწორად,
რაც პირველ რამდენიმე დღეში არ გამოსდიოდა. მას ხვალ თამაში შეუძლია", - ციტირებს იურიჩს "ტუტოსპორტი".

მკითხველის კომენტარები / 3 /
ყოჩარ საბას. ძალიან კარგია, იმედია ძირითადს გაუშინაურდება. წარმატება საბას.
G.LA
22:24 01-10-2023
2
აი ამიტომაა კარგი ევროპაშ თამაშ და არა უსტპიზდაჟოპინსკში...
ვენეციის კომისია
23:45 01-10-2023
6

სიახლეები პოპულარული