კვერნაძე არ ათამაშეს - "ფროზინონეს" ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა

AutoSharing Option
სერია A-ს მეშვიდე ტურში „ფროზინონე“ გასვლაზე „რომასთან“ 0:2 დამარცხდა.

ამით შეწყდა დი ფრანჩესკოს გუნდის ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია.

გოლები ლუკაკუმ და პელეგრინიმ გაიტანეს, რომელთაც საგოლე გადაცემები დიბალამ გაუკეთა.

სტუმართა გუნდის შემტევი გიორგი კვერნაძე სათადარიგო იყო.

„ფროზინონე“ 9 ქულით მეათე ადგილზეა და 8 ოქტომბერს „ვერონას“ უმასპინძლებს.

რომი. „ოლიმპიკო“
რომა - ფროზინონე 2:0
გოლები: 1:0 ლუკაკუ (21), 2:0 პელეგრინი (83)

მკითხველის კომენტარები / 1 /
არ ათამაშეს თუ არა წინა შეხვედრებში, ხომ სულ ძირითადში იყო და შტანგები დაღუნა, არ ათამაშეს ისე როგორც არ ათამაშებდნენ დინამო ბათუმში, ამიტომაც უფრო გასაკვირი იქნებოდა ასე ჰარი-ჰარალოზე ჩასულიყო და ეთამაშა იტალიაში. მართალია ფრიზინონე ბათუმის დინამოს დონით დიდათ ვერც აღემატება, მაგრამ მაინც სერია ა-ში გამოდის და არ მგონია ასე ადვილად აუღოს ალღო იქ თამაშს. პრინციპში ამ ბიჭს მაინც არაფერი დაუკარგავს- ბათუმში განაცხადშიც ვერ ხვდებოდა იქ კი ზამენაში მაინც არის და შესვენებაზე მინდორზეც შედის.
SOSO
17:58 03-10-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული